არჩილ გორდულაძე საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის წარმომადგენელთა გამოსვლებზე: როდესაც ფაქტები მათ წინააღმდეგ მეტყველებს, ისინი ფაქტებთან დაკავშირებით საერთოდ არ საუბრობენ
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა გამოსვლებს აფასებს. მისი თქმით, როდესაც ფაქტები მათ წინააღმდეგ მეტყვ...
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა გამოსვლებს აფასებს. მისი თქმით, როდესაც ფაქტები მათ წინააღმდეგ მეტყველებს, ისინი ფაქტებზე საერთოდ არ საუბრობენ.
„გუშინ ასეთი კურიოზული შემთხვევაც კი იყო, რომ „ლელოს“ წარმომადგენელმა ზუსტად იმავე საკითხზე, იმავე სიტყვებით, იმავე ტყუილებზე საუბარი როგორც კი სცადა, სასამართლოსგან ამასთან დაკავშირებით შენიშვნაც მიიღო, მაგრამ „არა უშავს, ეს საკითხი იმის მიუხედავად, რომ სხვებმა თქვეს, მეც უნდა გავიმეორო“.
როდესაც ფაქტები მათ წინააღმდეგ მეტყველებს, ისინი ფაქტებთან დაკავშირებით საერთოდ არ საუბრობენ და მათ შორის, მოჰყავთ სტრასბურგის სასამართლოს ის გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენს სარჩელში პირდაპირ არის მითითებული და ჩვენს სარჩელს უფრო მეტად ამტკიცებს. სამწუხაროდ, ამ მდგომარეობამდე არიან მისულები“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ მედიასთან.
SAY.GE · გამოსვლები (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე
