პარასკევი, 30 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ჰაკერებმა Binance-დან $6.3 მლრდ მოიპარეს, რაც მსოფლიოში კრიპტოვალუტის ყველაზე მასშტაბური ძარცვაა – Reuters

ჰაკერებმა მსოფლიოს უდიდესი კრიპტოვალუტის ბირჟიდან, Binance-დან, 6.3 მილიარდი დოლარი მოიპარეს. ანალიტიკოსების თქმით, ამ რეკორდული ძარცვის უკან ჩრდილოეთ კორეა დგას, რამაც შესაძლოა ციფრული აქტივების მიმართ ნდობა შეარყიოს. ინფორმაციას ამის შესახებ “როიტერი” ავრცელებს. საერთაშორისო საინფორმაციო…

ჰაკერებმა Binance-დან $6.3 მლრდ მოიპარეს, რაც მსოფლიოში კრიპტოვალუტის ყველაზე მასშტაბური ძარცვაა – Reuters
ფოტო: ნეტგაზეთი

30.10.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

ჰაკერებმა მსოფლიოს უდიდესი კრიპტოვალუტის ბირჟიდან, Binance-დან, 6.3 მილიარდი დოლარი მოიპარეს. ანალიტიკოსების თქმით, ამ რეკორდული ძარცვის უკან ჩრდილოეთ კორეა დგას, რამაც შესაძლოა ციფრული აქტივების მიმართ ნდობა შეარყიოს. ინფორმაციას ამის შესახებ “როიტერი” ავრცელებს.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ამ ამბავმა კრიპტოვალუტების ფასების ვარდნა გამოიწვია. Binance-მა შეაჩერა თანხის გატანა და განაცხადა, რომ ზარალს თავად დაფარავს. მოპარული აქტივების დაახლოებით ნახევარი სწრაფად გაყინეს სტეიბლკოინების ისეთმა ემიტენტებმა, როგორებიცაა Tether, Circle და ტრამპის მიერ მხარდაჭერილი World Liberty Financial.

აშშ-ს ბლოკჩეინ ანალიტიკური ფირმების, TRM Labs-ისა და Chainalysis-ის თანახმად, ძარცვის ძირითადი ნაწილი ხუთშაბათს გვიან ღამით, დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში განხორციელდა და ის ჩრდილოეთ კორეის მიერ წარსულში განხორციელებულ დიდ თავდასხმებს ჰგავს. TRM-ის განცხადებით, თავდამსხმელებმა შეძლეს Binance-ის საფულეების დაცარიელება და თანხის ჰაკერების მიერ კონტროლირებად საფულეებში გადატანა, რაც 2025 წელს კრიპტობირჟა Bybit-ის ძარცვის იდენტურია (რომელშიც აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ფხენიანი დაადანაშაულა).

„TRM თავდასხმას … ჩრდილოეთ კორეის ელიტურ ჰაკერულ დაჯგუფებას უკავშირებს“, – ნათქვამია ფირმის ვებსაიტზე. როგორც TRM, ისე Chainalysis აცხადებენ, რომ დიდი ალბათობით, პასუხისმგებელი ჩრდილოეთ კორეაა.

“როიტერის” სტატიის მიხედვით, აშშ-ისა და სამხრეთ კორეის ხელისუფლების, ასევე კიბერუსაფრთხოების ექსპერტების ცნობით, ჩრდილოეთ კორეა წლების განმავლობაში იყენებს სახელმწიფოსთან დაკავშირებულ კიბერდანაყოფებს ჯაშუშობისთვის, ფინანსური ძარცვისა და შემოსავლების მისაღებად. ჩრდილოეთ კორეა ამას რეგულარულად უარყოფს.

Binance-ის განცხადებით, მომხმარებელთა სახსრები უსაფრთხოდაა და ის პარტნიორებთან ერთად მუშაობს დაზარალებული აქტივების ნაწილის გასაყინად. ამ დროისთვის დაახლოებით 3 მილიარდი დოლარია ლოკალიზებული. ბირჟა თანხის გატანის სერვისების აღდგენას მომდევნო 48 საათში გეგმავს. დარჩენილი 3.3 მილიარდი დოლარის სტატუსზე კომპანიას არ უსაუბრია.

„თქვენი ფული უსაფრთხოდაა და ჩვენ ვფარავთ ყველა დანაკარგს,“ – დაწერა თანა-აღმასრულებელმა დირექტორმა რიჩარდ ტენგმა X-ზე. „ჩვენს გამოძიებას პასუხისმგებლობა რომელიმე კონკრეტული პირისთვის არ დაუკისრებია.“

„ეს არის ისტორიაში ყველაზე დიდი ჰაკერული თავდასხმა,“ – განაცხადა მარკეტ-მეიკერ GSR-ის წარმომადგენელმა არავინდ შრინივასანმა. ბიტკოინის ფასი ექვსი კვირის მინიმუმამდე, $76,368-მდე დაეცა, ხოლო ეთერიუმის ფასი 3%-ზე მეტით შემცირდა და ორთვიან მინიმუმს, $2,178-ს მიაღწია, სანამ ბაზრები დასტაბილურდებოდა.

CoinGecko-ს მონაცემებით, BNB-ის ტოკენი ბოლო 24 საათის განმავლობაში 5%-ით დაეცა და $709.70 შეადგინა. კრიპტობირჟა Coinbase Global-ის აქციები 4.8%-ით შემცირდა, ხოლო ბიტკოინების მყიდველი MicroStrategy-ის აქციები აშშ-ის ვაჭრობაში თითქმის 6%-ით დაეცა.

სააგენტოს ცნობით, პირველადი გამოძიება მიუთითებს, რომ შეღწევა შესაძლოა დაიწყო Binance-ის ერთ-ერთი ინჟინრის გატეხილი ლეპტოპიდან, რამაც თავდამსხმელს საშუალება მისცა კომპანიის სისტემაში შეეღწია და არაავტორიზებული გატანის ოპერაციები განეხორციელებინა. მარკ კარპელესმა, Mt Gox-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ თავდამსხმელებმა სავარაუდოდ წვდომა მოიპოვეს Binance-ის სულ მცირე ორი საფულის პირად გასაღებებზე.

უსაფრთხოების დარღვევას სავარაუდოდ უფრო ფართო შედეგები ექნება კრიპტო ინდუსტრიისთვის.

„ამან შესაძლოა კიდევ უფრო შეამციროს რისკის მიმართ მადა და აიძულოს ინვესტორები, გადააფასონ ცენტრალიზებულ ბირჟებზე განთავსებული აქტივების უსაფრთხოება,“ – განაცხადა ტიმ სუნმა HashKey Group-დან.

Binance-ს გლობალურად 335 მილიონი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს და 2025 წლის წლიური ანგარიშის მიხედვით, დაახლოებით 162.8 მილიარდი დოლარის აქტივებს ინახავდა. კომპანია მართავს უსაფრთხო აქტივების ფონდს – 1 მილიარდი დოლარის რეზერვს ბიტკოინში, რომელიც უსაფრთხოების დარღვევისას მომხმარებელთა დასაცავადაა განკუთვნილი. ტენგის თქმით, ზარალს ფონდი „და კომპანიის სახსრები“ დაფარავს.

Ნ
წყარო ნეტგაზეთი · netgazeti.ge ავტორი: დათო ქოქოშვილი · გამოქვეყნდა 30.10.2026, 12:55. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ