კობახიძე აზერბაიჯანის პრემიერს სიღნაღში შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შორის სიღნაღში პირისპირ შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას აზერბაიჯანული სააგენტო APA აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, კობახიძემ და ასადოვმა საქართველოსა და…
30.10.202630.10.2026
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შორის სიღნაღში პირისპირ შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას აზერბაიჯანული სააგენტო APA აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, კობახიძემ და ასადოვმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის სხვადასხვა საკითხი, ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური თემები და თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები განიხილეს.
პირისპირ შეხვედრის შემდეგ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომა დაიწყება.
ალი ასადოვი, აზერბაიჯანის მთავრობის სხვა წევრებთან ერთად საქართველოში სამუშაო ვიზიტით 29 ოქტომბერს ჩამოვიდა.
SAY.GE · სიღნაღი (ადგილი) — დეტალები SAY.GE-ზე

