პარასკევი, 30 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

გურამ იმნაძე - მგონია, წინასწარ არის გადაწყვეტილი სარჩელის ბედი: შეიძლება ყველა სამიზნე პარტია გამოცხადდეს არაკონსტიტუციურად, ან შეიძლება ხელისუფლების მიზანი იყოს გახლეჩა გამოიწვიოს და ვიღაცები აიკრძალოს და ვიღაცები - არა

პრობლემა იქნება ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, თუ ის დაკმაყოფილდება და მიიჩნევს რომ პარტიების აკრძალვა უსაფუძვლო იყო.

გურამ იმნაძე - მგონია, წინასწარ არის გადაწყვეტილი სარჩელის ბედი: შეიძლება ყველა სამიზნე პარტია გამოცხადდეს არაკონსტიტუციურად, ან შეიძლება ხელისუფლების მიზანი იყოს გახლეჩა გამოიწვიოს და ვიღაცები აიკრძალოს და ვიღაცები - არა
ფოტო: ინტერპრესნიუსი

პრობლემა იქნება ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, თუ ის დაკმაყოფილდება და მიიჩნევს რომ პარტიების აკრძალვა უსაფუძვლო იყო. პრობლემა იქნება ეს გადაწყვეტილება ქვეყნის შიგნით რამდენად ეფექტიანად იქნება აღსრულებული - ევროპული ადამიანის უფლებათა სასამართლოს ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ სრულდება ეფექტიანად. პარტიების აკრძალვა ახალი კალიბრის პრობლემა იქნება და კიდევ უფრო გააღრმავებს საერთაშორისო იზოლაციას,- ამის შესახებ იურისტმა, გურამ იმნაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელს გამოეხმაურა.

როგორც გურამ იმნაძემ აღნიშნა, თუ 5 ოპოზიციური პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება, შემდეგი ნაბიჯი შესაძლოა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვა იყოს.

„ქვეყნის შიგნით რაიმე სამართლებრივი მექანიზმი აღარ არსებობს, რაც შეეხება საერთაშორისო დონეზე, აქ შესაძლოა საუბარი იყოს ევროპული სასამართლოსთვის მიმართვაზე. შემდეგ უკვე პრობლემა იქნება ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, თუ ის დაკმაყოფილდება და მიიჩნევს რომ პარტიების აკრძალვა უსაფუძვლო იყო. ეს გადაწყვეტილება ქვეყნის შიგნით რამდენად ეფექტიანად იქნება აღსრულებული. ქვეყანა ისედაც საკმაოდ მძიმე იზოლაციაშია, როდესაც ვსაუბრობთ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე, საქართველოს უამრავი პრობლემა აქვს ამ კუთხით. ევროპული ადამიანის უფლებათა სასამართლოს ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ სრულდება ეფექტიანად. რა თქმა უნდა, ეს ახალი კალიბრის პრობლემა იქნება და კიდევ უფრო გააღრმავებს საერთაშორისო იზოლაციას“,- აღნიშნა გურამ იმნაძემ.

მისივე თქმით, წინასწარ არის გადაწყვეტილი სარჩელის ბედი და შეიძლება მივიღოთ სურათი, რომ ყველა სამიზნე პოლიტიკური პარტია გამოცხადდეს არაკონსტიტუციურად, ან ხელისუფლების მიზანი იყოს გახლეჩა გამოიწვიოს პოლიტიკურ პარტიებს შორის და ვიღაცები აიკრძალოს და ვიღაცები - არა.

“მცდელობაა, ეს პროცესი მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში იყოს გადატანილი, მაგრამ მთლიანად პოლიტიკურია. ეს პროცესი პოლიტიზებულია. მგონია, წინასწარ არის გადაწყვეტილი სარჩელის ბედი. შეიძლება მივიღოთ სურათი, რომ ყველა სამიზნე პოლიტიკური პარტია გამოცხადდეს არაკონსტიტუციურად, ან ხელისუფლების მიზანი იყოს გახლეჩა გამოიწვიოს პოლიტიკურ პარტიებს შორის და ვიღაცები აიკრძალოს და ვიღაცები არა, ამ გზით უფრო გამოიწვიოს დაქსაქსულობა ოპოზიციაში. გადაწყვეტილება ნაკარნახევი იქნება პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე“,- აღნიშნა გურამ იმნაძემ.

როგორც გურამ იმნაძემ განმარტა, 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შემდეგ, არანაირი მეორე პოლუსი და ალტერნატივა არ იარსებებს, ნებისმიერი განსხვავებული აზრი იქნება აკრძალული.

„საზოგადოებაში ამ პოლიტიკურმა დაპირისპირებებმა, თითქოს ბუნებრივად გახადა ის, რომ ნებისმიერი ბრალდება პოლიტიკური პარტიების მიმართ ნორმალიზებულია. მტრული განწყობა ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციური პარტიებისადმი ნორმალიზებულია. ჩვენ ახალი ტიპის პრობლემაზე ვსაუბრობთ. ამ მტრულ დამოკიდებულებაში, ხელის გაშვერაში ფოკუსს ვკარგავთ მთავარ პრობლემაზე. ხელისუფლება ხშირად სწორედ ამისთვის იყენებს რომ რეალური პრობლემა იყოს გადაფარული, როდესაც ვერ გვარდება სოციალური და ეკონომიკური პრობლემები. მათ შორის, დემოკრატიული პრობლემები, ევროინტეგრაციის პროცესი რომ გაყინულია. ამ პრობლემების გადასაფარად აუცილებელია ახალი მტრის მოფიქრება. არსებითად ახალ პრობლემასთან გვაქვს საქმე. თუ პოლარიზებაზე ვსაუბრობდით, ამ სარჩელის [დაკმაყოფილების] შემდეგ, არანაირი მეორე პოლუსი და ალტერნატივა არ იარსებებს. ნებისმიერი განსხვავებული აზრი იქნება აკრძალული“,- აღნიშნა გურამ იმნაძემ.

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 30.10.2026, 12:46. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ