პარასკევი, 30 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

Reuters - პენტაგონმა ევროპელებს მოუწოდა, რუსეთთან მიმართებით რიტორიკა შეარბილონ

პენტაგონის ოფიციალურმა პირებმა ბოლო კვირების განმავლობაში ნატო-ს რამდენიმე ქვეყანას სთხოვეს, შეამსუბუქონ რიტორიკა რუსეთისგან მომდინარე

Reuters - პენტაგონმა ევროპელებს მოუწოდა, რუსეთთან მიმართებით რიტორიკა შეარბილონ
ფოტო: ინტერპრესნიუსი

30.10.2026 / 12:50

პენტაგონის ოფიციალურმა პირებმა ბოლო კვირების განმავლობაში ნატო-ს რამდენიმე ქვეყანას სთხოვეს, შეამსუბუქონ რიტორიკა რუსეთისგან მომდინარე საფრთხესთან დაკავშირებით, - ინფორმაციას Reuters-ი საკითხთან დაკავშირებულ ოთხ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ცნობით, აღნიშნული ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ ევროპელი ლიდერებისა და ოფიციალური პირების გარკვეულმა განცხადებებმა კონტინენტური უსაფრთხოება შეარყია.

იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც საჯარო განცხადებების კონტროლთან დაკავშირებით შეტყობინებები მიიღეს, არიან : ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი. გაურკვეველია, გადაეცა თუ არა ორმხრივ შეხვედრებზე გაგზავნილი შეტყობინებები სხვა ევროპულ მთავრობებსაც.

ერთ-ერთი წყაროს ცნობით, იმ განცხადებებს შორის, რომლებმაც აშშ-ის ოფიციალური პირების ყურადღება მიიპყრო, არის ევროპელი ლიდერების მოსაზრებები, რომ რუსეთი ჩიხშია მოქცეული და სულ უფრო სასოწარკვეთილ ნაბიჯებს მიმართავს, რადგან უკრაინაში მისი შეჭრა ნელი ტემპით მიმდინარეობს.

წყაროების ცნობით, ამ გზავნილის გადამცემ ამერიკელ ოფიციალურ პირთა შორის იყო პენტაგონის პოლიტიკური საკითხების ხელმძღვანელი, ელბრიჯ კოლბი, რომელიც საკვანძო ფიგურაა ევროპაში აშშ-ის ჯარების რაოდენობის გადახედვის მიმდინარე პროცესში.

ერთ-ერთმა წყარომ სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ კოლბიმ ცოტა ხნის წინ ბალტიის ქვეყნის წარმომადგენელს უთხრა, რომ რუსების გაღიზიანება არ უნდა ხდებოდეს.

წყაროს თქმით, კოლბიმ არასასურველი რიტორიკის მაგალითად მოიყვანა ევროპელების საჯარო განცხადებები იმის შესახებ, რომ რუსეთი „კუთხეში მიმწყვდეული ვირთხასავითაა“.

Reuters-ი წერს, რომ უცნობია, ზუსტად რომელ განცხადებას გულისხმობდა კოლბი, თუმცა, სექტემბრის ბოლოს ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კრისტენ მიხალმა ვლადიმერ პუტინს „კუთხეში მიმწყვდეული ვირთხა“ უწოდა და ივარაუდა, რომ ის ევროპაში დივერსიულ ქმედებებს მიმართავს, რადგან რუსეთი უკრაინაში სულ უფრო ღრმად ეფლობა ჭაობში.

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 30.10.2026, 12:50. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ