პარასკევი, 6 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში - Batumelebi

ამინდის პროგნოზი აჭარაში • ამინდის პროგნოზი ბათუმში •

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში - Batumelebi
ფოტო: ბათუმელები

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 6 ნოემბრის 21 საათიდან 7 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, ღამით – ზოგან და დღისით ყველგან იწვიმებს.

მაღალ მთაში მოსალოდნელია თოვა, ზოგან ძლიერი.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15, დღისით კი – 17-22 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 17 – 22 გრადუსი სითბო
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

ჰაერის ტემპერატურა მთიან რაიონებში:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 3 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა ღამით 2-3 ბალი იქნება, დღისით – 4-5 ბალი.

ზღვის წყლის ტემპერატურა +18 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 8-9 ნოემბერს მოსალოდნელია სანაპირო რაიონებში წვიმა, სუბტროპიკულ ზონაში შესაძლებელია სეტყვა -ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში კი თოვა.

Ბ
წყარო ბათუმელები · batumelebi.ge ავტორი: ნანა კვაჭაძე · გამოქვეყნდა 06.11.2026, 11:22. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ