პარასკევი, 6 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ივანიშვილი ისრაელის ელჩს შეხვდა - Batumelebi

ბიძინა ივანიშვილი • პარტია

ივანიშვილი ისრაელის ელჩს შეხვდა - Batumelebi
ფოტო: ბათუმელები

ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა.

ინფორმაციას ამის შესახებ ივანიშვილის პარტია, „ქართული ოცნება“ ავრცელებს დღეს, 6 ნოემბერს.

„პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობასა და ამ მიმართულებით სხვადასხვა სფეროში არსებულ პოზიტიურ დინამიკაზე ისაუბრეს.

ხაზი გაესვა საქართველოსა და ისრაელის 26-საუკუნოვან ურთიერთობას და ორ ერს შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრობაზე დაფუძნებულ პოლიტიკურ ურთიერთობებს. ასევე, ყურადღება დაეთმო მსოფლიოში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებას და კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი დიპლომატიური გზით მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას ქვეყნებისა და ხალხების საკეთილდღეოდ.

ბიძინა ივანიშვილმა ვალიდ აბუ ჰაიას სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.  შეხვედრაზე გამოითქვა მზადყოფნა საქართველოსა და ისრაელს შორის მეგობრობისა და პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცების შესახებ“ – წერს „ოცნება“.

Ბ
წყარო ბათუმელები · batumelebi.ge ავტორი: ნანა კვაჭაძე · გამოქვეყნდა 06.11.2026, 11:47. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ