პარასკევი, 6 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ტექნოლოგიური გიგანტების ახალი ეტაპი და ხელოვნური ინტელექტის ხარჯების შემცირება | Marketer

ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ხელოვნური ინტელექტის შეუზღუდავი გამოყენების პერიოდი სრულდება, მიუხედავად იმისა, რომ უმსხვილესი მოთამაშეები თანამშრომლებს ალგორითმების

ტექნოლოგიური გიგანტების ახალი ეტაპი და ხელოვნური ინტელექტის ხარჯების შემცირება | Marketer
ფოტო: მარკეტერი

ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ხელოვნური ინტელექტის შეუზღუდავი გამოყენების პერიოდი სრულდება, მიუხედავად იმისა, რომ უმსხვილესი მოთამაშეები თანამშრომლებს ალგორითმების აქტიური დანერგვისკენ კვლავ მოუწოდებენ. ახალი მონაცემებით, Apple თანამშრომლებისთვის ალგორითმების მოხმარების ბიუჯეტებს საგრძნობლად ამცირებს, თუმცა ეფექტიანობის გაზრდის მიზნით ტექნოლოგიის გამოყენების ერთგული რჩება.

ინჟინერთა ნაწილისთვის კომპანიამ დღიური ლიმიტი 300 დოლარიდან 200 დოლარამდე შეამცირა და შეზღუდვის კიდევ უფრო გამკაცრებას გეგმავს. ზოგიერთი საინჟინრო გუნდისთვის დღიური ზღვარი შესაძლოა 100 დოლარამდე დაეცეს. ბევრ სხვა დეპარტამენტში დღიური ხარჯი უკვე 100 დოლარით არის შეზღუდული, ახლა კი მენეჯმენტი გარკვეული ჯგუფებისთვის ამ მაჩვენებლის 25 დოლარამდე შემცირებას განიხილავს.

ეს შეზღუდვები ტოკენებით იზომება, რაც ალგორითმების მიერ დამუშავებული ტექსტისა თუ მონაცემების ერთეულს წარმოადგენს. მსგავსი ნაბიჯი ტექნოლოგიურ სექტორში გაჩენილ უფრო ფართო ტენდენციას ასახავს, როდესაც კომპანიებს ხელოვნურ ინტელქტზე გაწეული კოლოსალური დანახარჯების გამართლება უჭირთ.

თანამშრომელთა წახალისების მიუხედავად, ბევრი დამსაქმებელი აწყდება რეალობას, რომ ჩადებულმა ინვესტიციებმა მოსალოდნელი პროდუქტიულობა ვერ მოიტანა. კომპანიის შიგნით ნაწილი მიიჩნევს, რომ 300 დოლარიანი ლიმიტი ზედმეტად მაღალი იყო და მას სრულად ისედაც არავინ იყენებდა. სხვები კი ამ გადაწყვეტილებას ხარჯების შემცირებისა და შესაძლო გათავისუფლებების სიგნალად აღიქვამენ.

Apple საოპერაციო პროცესების ოპტიმიზაციასა და მართვის რგოლების შემცირებაზე მუშაობს, რაც ინდუსტრიის სხვა წამყვან მოთამაშეებთანაც შეინიშნება. ტექნოლოგიური კომპანიები ხარჯებს სულ უფრო მეტად ზღუდავენ. Uber კომპანიამ ხელოვნური ინტელექტის წლიური ბიუჯეტი რამდენიმე თვეში ამოწურა, რის გამოც პროგრამირების ხელსწყოებზე ყოველთვიური ზღვარი 1500 დოლარით განსაზღვრა. ტოკენების ლიმიტები თანამშრომლებს ისეთმა გიგანტებმაც დაუწესეს, როგორებიცაა Meta, Microsoft და Tesla.

ხარჯების კონტროლის მიღმა ინდუსტრიაში სამუშაო ადგილების შემცირების შიშიც ძლიერდება. ბოლო პერიოდში დამსაქმებელთა ნაწილმა შტატები სწორედ ტექნოლოგიური ინვესტიციების დასაბალანსებლად ან გარკვეული ფუნქციების ავტომატიზაციის გამო შეამცირა. ზოგიერთმა კომპანიამ, მათ შორის Microsoft ორგანიზაციამ, თანამშრომლებს კომპენსაციის სანაცვლოდ სამსახურის ნებაყოფლობით დატოვება შესთავაზა, რათა მასშტაბური გათავისუფლებისგან გამოწვეული უარყოფითი რეზონანსი აერიდებინა თავიდან.

სპეციალისტები იმასაც აღნიშნავენ, რომ დასაქმებულებში გაჩნდა შიში, თითქოს შესამცირებელი თანამშრომლების შესარჩევადაც ალგორითმებს იყენებენ. კომპანიები თანამშრომლებისგან მეტ შედეგს ითხოვენ, თუმცა მათთვის განკუთვნილ რესურსებსა და მხარდაჭერას ეტაპობრივად ამცირებენ.

წყარო: Fastcompany

Მ
წყარო მარკეტერი · marketer.ge ავტორი: TamarMep · გამოქვეყნდა 06.11.2026, 11:48. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ