„როგორი ნიჭიერი და საამაყო იყავი, შვილო...“ - ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭს გლოვობენ
თბილისში, ახალგაზრდა ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ახლობლებმა გაავრცელეს.
„ნუკრი კილაძე ცად ამაღლდა. უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამთ და სამძიმარს ვუცხადებთ 119-ე საჯარო სკოლის პედაგოგს, ქალბატონ ნანა ბრეგვაძეს, შვილის - ნუკრი კილაძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო.
შეუძლებელია სიტყვებით გამოიხატოს ის უდიდესი ტკივილი, რომელსაც შვილის დაკარგვა ჰქვია. ამ უმძიმეს წუთებში ვიზიარებთ ოჯახის უსაზღვრო მწუხარებას და თანავუგრძნობთ ოჯახს, ნათესავებს, მეგობრებსა და ახლობლებს. უფალმა დაუმკვიდროს ცათა სამარადჟამო სასუფეველი და ნათელში ამყოფოს ნუკრის სული“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ეს რა გავიგე, რატომ ღმერთო... არ ვიცი, როგორ უნდა განუგეშოთ ადამიანმა, სიტყვები უძლურია... მთელი გულით ვწუხვარ თქვენს დიდ ტკივილს... როგორი ნიჭიერი და საამაყო იყავი, შვილო... უკარგესი და სამაგალითო მშობლების საამაყო ვაჟკაცო. გაძლება მოგცეთ უფალმა. შეგაძლებინოთ ეს მძიმე ტვირთი, უფალს ებარებოდეს თქვენი და ჩვენი ყველას ნუკრი, ვიზიარებ...“ - წერს ოჯახის ახლობელი.
როგორც ირკვევა, ბიჭი კორპუსის მეოთხე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა.


