სამშაბათი, 3 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

მედია - აშშ-მა ირანის კუნძულ ქეშმზე თავდაცვითი დარტყმები განახორციელა

შეერთებულმა შტატებმა ირანის კუნძულ ქეშმზე, ჰორმუზის სრუტეში, დარტყმები განახორციელა, - ინფორმაციას Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე

მედია - აშშ-მა ირანის კუნძულ ქეშმზე თავდაცვითი დარტყმები განახორციელა
ფოტო: ინტერპრესნიუსი

03.11.2026 / 07:28

მედია - აშშ-მა ირანის კუნძულ ქეშმზე თავდაცვითი დარტყმები განახორციელა

შეერთებულმა შტატებმა ირანის კუნძულ ქეშმზე, ჰორმუზის სრუტეში, დარტყმები განახორციელა, - ინფორმაციას Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

ანონიმურობის დაცვის პირობით საუბრისას, ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ დარტყმები შეზღუდული ხასიათისა იყო და არ წარმოადგენდა მასშტაბური საბრძოლო მოქმედებების განახლებას.

კიდევ ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ დარტყმები თავდაცვითი ზომები იყო ირანელების წინააღმდეგ, რომლებიც აშშ-ის ობიექტების მიმართ „მიწა-ჰაერი“ კლასის რაკეტებს იყენებდნენ.

ორშაბათს, დღის პირველ ნახევარში, ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კუნძულ ქეშმზე რამდენიმე აფეთქება მოხდა. ტელეკომპანია Fox News-ი, ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ დარტყმები თავდაცვითი ხასიათის იყო და ის ირანის მიერ აშშ-ის საფრენი აპარატის მიმართულებით გახსნილი ცეცხლის საპასუხოდ განხორციელდა.

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 03.11.2026, 07:28. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ