სამშაბათი, 3 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

VIDEO: რომელი ხალები და ლაქები შეიძლება იყოს კანის კიბოს ნიშანი - ზაზა თელიას გაფრთხილება

VIDEO: რომელი ხალები და ლაქები შეიძლება იყოს კანის კიბოს ნიშანი - ზაზა თელიას გაფრთხილება
ფოტო: პრაიმტაიმი

ხშირად ყურადღებას საერთოდ არ ვაქცევთ კანზე გაჩენილ ახალ ხალს, ლაქას ან მცირე ზომის წარმონაქმნს. გვგონია, ეს უმნიშვნელო ცვლილებაა, მაგრამ ზოგჯერ სწორედ ასეთი ნიშნები მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას. როგორ ამოვიცნოთ საეჭვო წარმონაქმნი ან რა უნდა ვიცოდეთ კანის ავთვისებიანი სიმსივნის შესახებ, როგორ დავიცვათ თავი შესაძლო გართულებებისგან - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ დერმატო-ვენეროლოგმა ზაზა თელიამ ისაუბრა:

„პაციენტმა ხშირად უნდა დაითვალიეროს კანი, დაიხმაროს ოჯახის წევრი, ოღონდ უნდა იყოს ერთი, მხოლოდ ერთი ადამიანი, სხვადასხვა არ უნდა იყოს, ისეთ ადგილებში, სადაც ჩვენ თვითონ ვერ ვხედავთ. არის გარკვეული ტიპის ნიშნები, რისი ცვლილების შემთხვევაში უნდა მივმართოთ დერმატოლოგს, რომ კონკრეტული ელემენტი შეაფასოს უკვე დერმატოსკოპიით. არსებობს ნეუსები, იგივე ხალი. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც თანდაყოლილი ხალები აქვთ და 6 თვეში ერთხელ გადაამოწმონ. არსებობს ელემენტები, რის მიხედვითაც დერმატოლოგი წყვეტს პაციენტს სჭირდება თუ არა ბიოფსია ან ციტოლოგია. არსებობს დისპლაზიური ნეუსები. ეს წითელი დროშის ნიშნებს შეიცავს, გარკვეულ წილად ეს რისკია, რომ დროის რაღაც მონაკვეთში გადაგვარდეს“, - ამბობს ზაზა თელია.

Პ
წყარო პრაიმტაიმი · primetime.ge გამოქვეყნდა 03.11.2026, 01:47. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ