ორშაბათი, 2 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

18 დაღუპული და ათობით დაკარგული ადამიანი - რუსეთმა ზაპოროჟიეში ჰუმანიტარული დახმარების პუნქტი და თავშესაფარი დაბომბა

რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქის დასახლება კამიშევახა ორჯერ დაბომბა, სამიზნეს ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ადგილები წარმოადგენდა. ავიადარტყმების შედეგად დასახლებ

18 დაღუპული და ათობით დაკარგული ადამიანი - რუსეთმა ზაპოროჟიეში ჰუმანიტარული დახმარების პუნქტი და თავშესაფარი დაბომბა
ფოტო: ფრონტნიუსი

რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქის დასახლება კამიშევახა ორჯერ დაბომბა, სამიზნეს ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ადგილები წარმოადგენდა. ავიადარტყმების შედეგად დასახლების სულ მცირე 18 მცხოვრები დაიღუპა.უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კამიშევახაზე დღევანდელ დარტყმას "უკიდურესად საშინელი" უწოდა."დილიდან დასახლებაზე მართვადი ავიაბომბებით უკვე რამდენიმე დარტყმა განხორციელდა - სკოლაზე, რომელიც ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის გამოიყენებოდა: იქ მოსახლეობაზე ჰუმანიტარულ დახმარებას გასცემდნენ. პირველი ავიადარტყმის შემდეგ მოჰყვა განმეორებითი დარტყმა კიდევ ცხრა ბომბით, თანაც ზუსტად იმ თავშესაფარზე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.მისი მონაცემებით, ცნობილია თვრამეტი დაღუპულის შესახებ. ხუთი ადამიანი დაჭრილია.როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, არ შეიძლება ოკუპანტებს არ სცოდნოდათ, რომ ადგილობრივები ჰუმანიტარულ დახმარებას ყოველკვირეულად სწორედ იქ იღებდნენ."ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთს არანაირი დეესკალაცია და არც რეალური სამართლიანობა არ სურს", - განაცხადა ზელენსკიმ.პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ოლეშკიში გამართული ჰუმანიტარული მისიის შემდეგ მშვიდობის მიახლოების იმედი გაჩნდა, თუმცა რუსეთი კვლავინდებურად მკვლელობებზე ამყარებს იმედებს.ზაპოროჟიეს ოლქის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე ივან ფედოროვის თქმით, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება."ადგილზე გაძლიერებული რეჟიმით მუშაობს ყველა სამსახური, კომუნალური სამსახურები ნანგრევებს წმენდენ", - აღნიშნა მან.ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო  ადმინისტრაციის უფროსის მიხაილ სემიკინის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის არის ერთი პოლიციელი და საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ორი მაშველი. კიდევ 27 ადამიანი დაკარგულად ითვლება.გენერალური პროკურორის ოფისმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ სამხედრო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა."19:00 საათის მდგომარეობით ცნობილია 18 დაღუპულისა და ხუთი დაჭრილის შესახებ. მტრის დარტყმების შედეგად დაზიანდა სასწავლო დაწესებულების შენობა, სამეურნეო ნაგებობა და სატრანსპორტო საშუალებები“, - აცხადებენ უწყებაში.ნანგრევების ქვეშ ადამიანები იმყოფებიან. სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ინფორმაცია დაზარალებულთა შესახებ ზუსტდება. 

Ფ
წყარო ფრონტნიუსი · frontnews.ge ავტორი: Frontnews · გამოქვეყნდა 02.11.2026, 22:13. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ