სამშაბათი, 3 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

თამაზ ბესტაევი: 25 000-ზე მეტი დევნილი, რომელიც 2008 წლის მერე მივიღეთ ცხინვალის რეგიონიდან, მაშინდელმა ხელისუფლებამ საზარბაზნე ხორცად გაწირა - ეს იყო უდიდესი დანაშაული მოსახლეობის წინაშე

ცხინვალის რეგიონის დროებითი ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის თამაზ ბესტაევის განცხადებით, 25 000 დევნილი, რომელიც ქვეყანამ 2008 წლის ომის შემდეგ მიიღო, მაშინდელმა ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, საზარბა...

თამაზ ბესტაევი: 25 000-ზე მეტი დევნილი, რომელიც 2008 წლის მერე მივიღეთ ცხინვალის რეგიონიდან, მაშინდელმა ხელისუფლებამ საზარბაზნე ხორცად გაწირა - ეს იყო უდიდესი დანაშაული მოსახლეობის წინაშე
ფოტო: ინფო 9
თამაზ ბესტაევი: 25 000-ზე მეტი დევნილი, რომელიც 2008 წლის მერე მივიღეთ ცხინვალის რეგიონიდან, მაშინდელმა ხელისუფლებამ საზარბაზნე ხორცად გაწირა - ეს იყო უდიდესი დანაშაული მოსახლეობის წინაშე

ცხინვალის რეგიონის დროებითი ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის თამაზ ბესტაევის განცხადებით, 25 000 დევნილი, რომელიც ქვეყანამ 2008 წლის ომის შემდეგ მიიღო, მაშინდელმა ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, საზარბაზნე ხორცად გაწირა.

როგორც თამაზ ბესტაევმა „დებატების“ ეთერში განმარტა, ეს ხალხი ღმერთმა გადაარჩინა, რადგან ხელისუფლებას ევაკუაციის შესახებ ისინი არ გაუფრთხილებია და მათ რეგიონი თვითნებურად დატოვეს, ხოლო დარჩენილი მოხუცები ოკუპანტებმა დახვრიტეს.

„2008 წლის მოვლენები, 4-დღიანი ტრაგედია, რაც მოხდა, ეს დიდი უბედურება, რაც ჩვენს ქვეყანას დაატყდა, რაღაც გაელვებასავით იყო, მაგრამ ძალიან დიდი ტკივილი დაგვიტოვა ყველას. ყველაზე დიდი უბედურება ის იყო, რომ 25 000-ზე მეტი დევნილი, რომელიც 2008 წლის მერე მივიღეთ ცხინვალის რეგიონიდან, პრაქტიკულად, საზარბაზნე ხორცად გაწირეს და გაიმეტეს. ერთადერთი, შემიძლია ვთქვა, რომ ღმერთმა გადაარჩინა ეს ხალხი, რომლებმაც თვითნებურად დატოვეს რეგიონი. ვინც დარჩა - მოხუცები... წარმოიდგინეთ, რამდენად აგრესიულად შემოვიდნენ ოკუპანტები, რომ ვინც დარჩა მოხუცი, 80-85 წლის მოხუცები, დახვრიტეს, დაწვეს, ცოცხალი არავინ დატოვეს. წარმოიდგინეთ, იქ ახალგაზრდობა რომ დარჩენილიყო, მოსახლეობას სრულად რომ არ დაეტოვებინა რეგიონი თვითნებურად, რა ხოცვა-ჟლეტა ატყდებოდა და დამატებით რა მსხვერპლი ექნებოდა ჩვენს ქვეყანას!

მე მაშინაც ვთქვი, 2008 წლის 8 აგვისტომდე, ცხინვალში - ბატონმა სოზარმა კარგად იცის - უკვე ივლისის დასაწყისში სეპარატისტულმა რეჟიმმა ცხინვალიდან დაიწყო ბავშვების და ქალების ევაკუაცია. ეს ტელევიზიითაც გადაიცემოდა და ჩვეულებრივ ყველა უყურებდა. კითხვები კი იბადებოდა და ადამიანს ჰქონდა განცდა: ისინი რატომ გადიან? რაღაც წინაპირობა იყო, რაღაც საშიშროება იდგა, რაღაცისთვის ემზადებოდნენ ან რაღაც იცოდნენ, თუმცა აქეთ მიდიოდა აღმშენებლობა იმ რეგიონში, არავინ ამაზე არ საუბრობდა, არც უსაფრთხოებაზე, თუნდაც იმაზე, რომ ელემენტარულად ეზრუნათ და მათი უსაფრთხოების მიზნით, ვაიდა, რაღაც მოხდეს, მოდი, ეს ხალხი გამოვიყვანოთ, მაქსიმალურად ის რაოდენობა, რაც იმათ გაჰყავთ: ბავშვები, ქალები, მოხუცები... მაგრამ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ... პრაქტიკულად, ჰქონდათ ამის წინაპირობა.

ჩვენ გვყავს ძალიან კარგი სპეცსამსახურები, მსოფლიო დონის სპეცსამსახურები, რომლებმაც, დარწმუნებული ვარ, მიაწოდეს ინფორმაცია ხელისუფლებას, თუ რა მზადდებოდა, როგორ მზადდებოდა ეს ყველაფერი, ეს წინაპირობა ომისთვის. ძალიან კარგად იცოდნენ ეს ყველაფერი, უბრალოდ, ხალხი შეატოვეს, რომ შემდგომში ხმამაღლა ეთქვათ, გინდაც ჩვენი მეგობარი ევროპელებისთვის, რამდენად ცუდია რუსეთი. მეტი არაფერი... აი, იმის გამო გაწირეს 25 000 ადამიანი, რომლებიც ღმერთმა გადაარჩინა და გამოვიდა ის ხალხი თავისი ნებით“, - განაცხადა თამაზ ბესტაევმა.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნის ხელისუფლებაში მოსვლის პრეტენზია აღარ უნდა ჰქონდეს.

„ამ ყველაფრის შემდეგ აღარ უნდა გქონდეს პრეტენზია მთავრობაში მოსვლაზე, ხელისუფლებაში განმეორებით მობრძანებასა და სხვების დადანაშაულებაზე. ეს იყო უდიდესი დანაშაული მოსახლეობის წინაშე“, - აღნიშნა თამაზ ბესტაევმა.

Ი
წყარო ინფო 9 · info9.ge გამოქვეყნდა 03.11.2026, 00:46. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ