სამშაბათი, 3 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

დონალდ ტრამპი - ნავთობის ფასები მკვეთრად ეცემა - ამის მიზეზია ის, რომ ხალხი გრძნობს, ირანთან ომი არ იქნება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ნავთობის ფასები მკვეთრად ეცემა და მის მიზეზი ის არის, რომ ხალხს მიაჩნია, ირანთან ომი არ იქნება. “ნავთობის ფასები

დონალდ ტრამპი - ნავთობის ფასები მკვეთრად ეცემა - ამის მიზეზია ის, რომ ხალხი გრძნობს, ირანთან ომი არ იქნება
ფოტო: ინტერპრესნიუსი

03.11.2026 / 06:35

დონალდ ტრამპი - ნავთობის ფასები მკვეთრად ეცემა - ამის მიზეზია ის, რომ ხალხი გრძნობს, ირანთან ომი არ იქნება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ნავთობის ფასები მკვეთრად ეცემა და მის მიზეზი ის არის, რომ ხალხს მიაჩნია, ირანთან ომი არ იქნება.

“ნავთობის ფასები მკვეთრად ეცემა - ბარელის ფასი თითქმის 10 დოლარით შემცირდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ამის მიზეზია ის, რომ ხალხი გრძნობს, ირანთან ომი არ იქნება. ირანს სურს, რაც შეიძლება მალე მიაღწიოს შეთანხმებას. ეს შესაძლოა მართლაც მოხდეს!”- დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

ამასთან, მან განაცხადა, რომ ირანმა აშშ-ს სთხოვა, მისი ლიდერების მკვლელობა შეწყვიტოს და რომ აშშ ამას გააკეთებს.

“ირანმა გვთხოვა, მისი ლიდერების მკვლელობა შევწყვიტოთ, ჩვენ ამას გავაკეთებთ”, - აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა ირანთან ომი მოიგო და ჰორმუზის სრუტეს აკონტროლებს. “ირანთან ომი გვქონდა. ჩვენ გავიმარჯვეთ. თვეებია აღარ გვიბრძოლია. ვაკონტროლებთ ჰორმუზის სრუტეს”, - აღნიშნა ტრამპმა.

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 03.11.2026, 06:35. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ