ზელენსკი - რუსეთი კვლავ ამზადებს მასშტაბურ დარტყმას უკრაინის წინააღმდეგ
რუსეთი კვლავ ამზადებს მასშტაბურ დარტყმას უკრაინის წინააღმდეგ. სამიზნედ კვლავ ენერგეტიკა და ლოგისტიკა რჩება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენს
რუსეთი კვლავ ამზადებს მასშტაბურ დარტყმას უკრაინის წინააღმდეგ. სამიზნედ კვლავ ენერგეტიკა და ლოგისტიკა რჩება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა."დაზვერვის მონაცემებიდან ვიცით, რომ რუსეთი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ახალ მასშტაბურ დარტყმას ამზადებს. უპირველეს ყოვლისა, ენერგეტიკისა და ლოგისტიკის წინააღმდეგ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.მისივე თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ ხვალ, 3 ნოემბერს, მსოფლიო ყურადღება ამერიკის არჩევნებზე იქნება მიპყრობილი."ხოლო უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და ჩვენი სირთულეები საჰაერო თავდაცვის რაკეტებთან დაკავშირებით, მსოფლიოს ყურადღების მიღმა დარჩება", - განაცხადა ზელენსკიმ.მისი აზრით, საჭიროა რუსეთის მიმართულებით ისეთი სიგნალებია საჭირო, რათა მათ იქ იგრძნონ, რომ უკრაინის ტერორს მათთვის არანაირი სარგებელი არ მოაქვს.ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აგრესორი ქვეყნის ნავთობი დაიწვება, რადგან უკრაინა რუსულ თავდასხმებზე საპასუხოდ სამართლიან დარტყმებს ახორციელებს."რუსეთზე ისეთი ზეწოლაა საჭირო, რომ მათ ამ ომის დასრულების გარდა სხვა ალტერნატივა არ ჰქონდეთ. აშშ-ს და მსოფლიოს ამის გაკეთება შეუძლიათ, რუსული მკვლელობები უნდა შეწყდეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

