სამშაბათი, 3 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

სტივ უიტკოფი - უკრაინა და რუსეთი აბუ-დაბიში აშშ-ის შუამავლობით მოლაპარაკებებს 10-11 ნოემბერს გამართავენ

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის სამუშაო დონის მოლაპარაკებები არაბთა გაერთიანებული საამიროების

სტივ უიტკოფი - უკრაინა და რუსეთი აბუ-დაბიში აშშ-ის შუამავლობით მოლაპარაკებებს 10-11 ნოემბერს გამართავენ
ფოტო: ინტერპრესნიუსი

03.11.2026 / 05:32

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის სამუშაო დონის მოლაპარაკებები არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში 10-11 ნოემბერს გაიმართება, რომელზეც შეერთებული შტატები შუამავლის როლს შეასრულებს.

“შეერთებული შტატები 10-11 ნოემბერს აბუ დაბიში უკრაინასა და რუსეთს შორის სამუშაო დონის მოლაპარაკებებს შუამავლობას გაუწევს, რაც პრეზიდენტ ტრამპის ომის დასრულების მისიას წინ წაწევს”, - დაწერა უიტკოფმა სოციალურ ქსელში.

მისი ინფორმაციით, განხილვები ომისშემდგომი უსაფრთხოების ღონისძიებებს, დეესკალაციას, ჰუმანიტარულ ძალისხმევასა და მშვიდობისკენ გადადგმულ შემდეგ ნაბიჯებს შეეხება.

“გარდა ამისა, ამ კვირაში ბრიუსელში ამერიკელი მომლაპარაკებლები საფრანგეთის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, ევროკავშირისა და ნატო-ს წარმომადგენლებს შეხვდებიან. შეხვედრის მიზანია უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების, ომის შემდგომი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურისა და უკრაინის აღდგენის ხელშემწყობი ეკონომიკური შესაძლებლობების განხილვა.ჩვენი მიზანია, კიევში, ოსლოსა და სანქტ-პეტერბურგში მიღწეულ პროგრესზე დაყრდნობით, ხელი შევუწყოთ ისეთი ყოვლისმომცველი და მყარი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას, რომელიც მომავალ თაობებს ხანგრძლივ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს”, - განაცხადა უიტკოფმა.

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 03.11.2026, 05:32. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ