შაბათი, 31 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის 500 რაკეტის მიყიდვა დაამტკიცა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის 500 რაკეტის შესაძლო მიყიდვა დაამტკიცა, - ამის შესახებ დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დამტკიცებული შეთანხმების სავარაუდო ღირებულება 2.1 მილიარდ დოლარს შეადგენს, რომელიც მთლიანად პარტნიორებისა და…

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის 500 რაკეტის მიყიდვა დაამტკიცა
ფოტო: ამბები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის 500 რაკეტის შესაძლო მიყიდვა დაამტკიცა, - ამის შესახებ დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.

  • აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დამტკიცებული შეთანხმების სავარაუდო ღირებულება 2.1 მილიარდ დოლარს შეადგენს, რომელიც მთლიანად პარტნიორებისა და მოკავშირეების მიერ დაფინანსდება.

უკრაინა აღნიშნულ შესყიდვას კანადის, გერმანიისა და ნორვეგიის მიერ JUMPSTART-ის პროგრამის ფარგლებში შეტანილი თანხებით და ეროვნული სახსრებით განახორციელებს, რომელიც უკრაინის მხარდამჭერი ევროკავშირის სესხით ფინანსდება.

"ამ გაყიდვის შეთანხმებაში აშშ-ის საბიუჯეტო სახსრები ჩართული არ არის“, - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, უკრაინის მთავრობამ აშშ-ს 500 ერთეული PAC-3 რაკეტების შესყიდვის თხოვნით მიმართა.

ასევე, პაკეტში არაძირითადი თავდაცვითი აღჭურვილობაც შედის, მათ შორის, სათადარიგო ნაწილები და პროგრამული უზრუნველყოფის კომპონენტები.

"შეთავაზებული გაყიდვა ხელს შეუწყობს აშშ-ის საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების მიზნების მიღწევას, რადგან გააძლიერებს პარტნიორი ქვეყნის უსაფრთხოებას, რომელიც ევროპაში პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენს“, - აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.

Ა
წყარო ამბები · ambebi.ge ავტორი: AMBEBI.GE · გამოქვეყნდა 31.10.2026, 09:57. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 5

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის 500 რაკეტის შესაძლო მიყიდვა დაამტკიცაპალიტრანიუსი · 00:00 სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების შესაძლო გაყიდვა დაამტკიცაპუბლიკა · 00:27 აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 500 PAC-3 Patriot-ის ტიპის რაკეტების მიყიდვა დაამტკიცაფრონტნიუსი · 01:41 აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის 500 რაკეტის შესაძლო მიყიდვა დაამტკიცაინტერპრესნიუსი · 09:54 აშშ-მა დაამტკიცა უკრაინისთვის „პატრიოტის“ 500 რაკეტის შესაძლო მიყიდვანეტგაზეთი · 12:10 ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით →

ასევე წაიკითხეთ