რუსეთში, ქალაქ უფაში დრონების შეტევის შემდეგ ხანძარი გაჩნდა ნავთობის ქარხანაში - მედია - Batumelebi
რუსეთ-უკრაინის ომი •
31 ოქტომბერს, ღამით, რუსეთში, ქალაქ უფაში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონების თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა.
ადგილობრივი მედია წერს, რომ ღამით აფეთქებების ხმა გაიგეს, დილით კი ქალაქის ჩრდილოეთით მდებარე ინდუსტრიული ზონიდან კვამლის სვეტები შენიშნეს.
დაკვამლიანების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა ტელეგრამზე ვრცელდება.
უკრაინული მედია წერს, რომ სავარაუდოდ ხანძარი ბაშნეფტ-ნოვოილის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში გაჩნდა.
_______________
ფოტო: Exilenova+/telegram
წყარო
ბათუმელები · batumelebi.ge
ავტორი: ნანა კვაჭაძე · გამოქვეყნდა 31.10.2026, 13:25. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია
ასევე წაიკითხეთ
320×100სარეკლამო ადგილი · მობაილის ლენტა

