შაბათი, 31 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 500 PAC-3 Patriot-ის ტიპის რაკეტების მიყიდვა დაამტკიცა

აშშ-მა უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების რაკეტებისა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის 2.1 მილიარდ დოლარად მიყიდვა დაამტკიცა, -

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 500 PAC-3 Patriot-ის ტიპის რაკეტების მიყიდვა დაამტკიცა
ფოტო: ფრონტნიუსი

აშშ-მა უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების რაკეტებისა და მასთან დაკავშირებული  აღჭურვილობის 2.1 მილიარდ დოლარად მიყიდვა დაამტკიცა, - ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და გამოცემა Politico-ს ჟურნალისტი პოლ მაკლირი ავრცელებენ."აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, დაამტკიცოს უკრაინის მთავრობისთვის სამხედრო ტექნიკის შესაძლო მიყიდვა უცხოური სამხედრო გაყიდვების (Foreign Military Sale) პროგრამის ფარგლებში, რაც მოიცავს Patriot Advanced Capability-3 (PAC-3) Missile Segment Enhancement (MSE) ტიპის რაკეტებსა და თანამდევ აღჭურვილობას“, - აღნიშნულია განცხადებაში.გარიგების სრული ღირებულება 2.1 მილიარდ დოლარს შეადგენს და მას ევროპელი პარტნიორები და მოკავშირეები აფინანსებენ.რაკეტების გარდა, პაკეტში შევა PAC-3 MSE-ის საიდუმლო და არასაიდუმლო სათადარიგო ნაწილები. ასევე გათვალისწინებულია მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სხვა საჭირო ელემენტებისა და პროგრამული მხარდაჭერის მიწოდება.სახელმწიფო დეპარტამენტში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს შეთანხმება ხელს შეუწყობს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის მიზნების განმტკიცებას. იგი მხარს დაუჭერს პარტნიორი ქვეყნის უსაფრთხოებას, რომელიც ევროპაში პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობის მამოძრავებელი ძალაა."ეს დამტკიცება ნიშნავს, რომ ახლა იწყება მოლაპარაკებები კონტრაქტზე, ასე რომ, რაკეტები, სავარაუდოდ, მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ იქნება მიწოდებული“, - აცხადებს მაკლირი.

Ფ
წყარო ფრონტნიუსი · frontnews.ge ავტორი: Frontnews · გამოქვეყნდა 31.10.2026, 01:41. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 5

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის 500 რაკეტის შესაძლო მიყიდვა დაამტკიცაპალიტრანიუსი · 00:00 სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების შესაძლო გაყიდვა დაამტკიცაპუბლიკა · 00:27 აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის 500 რაკეტის შესაძლო მიყიდვა დაამტკიცაინტერპრესნიუსი · 09:54 აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის 500 რაკეტის მიყიდვა დაამტკიცაამბები · 09:57 აშშ-მა დაამტკიცა უკრაინისთვის „პატრიოტის“ 500 რაკეტის შესაძლო მიყიდვანეტგაზეთი · 12:10 ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით →

ასევე წაიკითხეთ