აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის 500 რაკეტის შესაძლო მიყიდვა დაამტკიცა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის 500 რაკეტის შესაძლო მიყიდვა დაამტკიცა,
31.10.2026 / 09:54
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის 500 რაკეტის შესაძლო მიყიდვა დაამტკიცა, - ამის შესახებ დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დამტკიცებული შეთანხმების სავარაუდო ღირებულება 2.1 მილიარდ დოლარს შეადგენს, რომელიც მთლიანად პარტნიორებისა და მოკავშირეების მიერ დაფინანსდება.
უკრაინა აღნიშნულ შესყიდვას კანადის, გერმანიისა და ნორვეგიის მიერ JUMPSTART-ის პროგრამის ფარგლებში შეტანილი თანხებით და ეროვნული სახსრებით განახორციელებს, რომელიც უკრაინის მხარდამჭერი ევროკავშირის სესხით ფინანსდება.
„ამ გაყიდვის შეთანხმებაში აშშ-ის საბიუჯეტო სახსრები ჩართული არ არის“, - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
განცხადების თანახმად, უკრაინის მთავრობამ აშშ-ს 500 ერთეული PAC-3 რაკეტების შესყიდვის თხოვნით მიმართა.
ასევე, პაკეტში არაძირითადი თავდაცვითი აღჭურვილობაც შედის, მათ შორის, სათადარიგო ნაწილები და პროგრამული უზრუნველყოფის კომპონენტები.
„შეთავაზებული გაყიდვა ხელს შეუწყობს აშშ-ის საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების მიზნების მიღწევას, რადგან გააძლიერებს პარტნიორი ქვეყნის უსაფრთხოებას, რომელიც ევროპაში პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენს“, - აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.
ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 5
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის 500 რაკეტის შესაძლო მიყიდვა დაამტკიცაპალიტრანიუსი · 00:00
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების შესაძლო გაყიდვა დაამტკიცაპუბლიკა · 00:27
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 500 PAC-3 Patriot-ის ტიპის რაკეტების მიყიდვა დაამტკიცაფრონტნიუსი · 01:41
აშშ-მა დაამტკიცა უკრაინისთვის „პატრიოტის“ 500 რაკეტის შესაძლო მიყიდვანეტგაზეთი · 12:10
ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით → 
