შაბათი, 31 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

მედია - ქალაქ ოლეშკიდან ევაკუირებული მოსახლეობა თვითმფრინავებით ბელარუსში გადაიყვანეს

ქალაქ ოლეშკიდან ევაკუირებული მოსახლეობა თვითმფრინავებით ბელარუსში გადაიყვანეს, - ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო

მედია - ქალაქ ოლეშკიდან ევაკუირებული მოსახლეობა თვითმფრინავებით ბელარუსში გადაიყვანეს
ფოტო: ინტერპრესნიუსი

31.10.2026 / 13:04

მედია - ქალაქ ოლეშკიდან ევაკუირებული მოსახლეობა თვითმფრინავებით ბელარუსში გადაიყვანეს

ქალაქ ოლეშკიდან ევაკუირებული მოსახლეობა თვითმფრინავებით ბელარუსში გადაიყვანეს, - ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.

სამი თვითმფრინავი, რომლითაც ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებული ქალაქის, ოლეშკის მცხოვრებლები ბელარუსში გადაიყვანეს, გომელის აეროპორტში დაეშვა.

ოლეშკის მცხოვრებლები ჯერ ავტობუსით რუსეთის ქალაქ ანაპაში, ხოლო შემდეგ თვითმფრინავებით ბელარუსში გადაიყვანეს.

ოლეშკიდან ევაკუირებულ მოსახლეობას გომელის აეროპორტში სამედიცინო პერსონალი და „წითელი ჯვრის“ მოხალისეები დახვდნენ.

ბელარუსიდან ოლეშკის მცხოვრებლებს უკრაინაში ავტობუსებით გადაიყვანენ.

შეგახსენებთ, პარასკევს საღამოს რუსეთის ომბუდსმენმა, იანა ლანტრატოვამ გამოაცხადა, რომ ოლეშკიში ჰუმანიტარული მისია დასრულდა.

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 31.10.2026, 13:04. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ