როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში - Batumelebi
ამინდის პროგნოზი აჭარაში • ამინდის პროგნოზი ბათუმში •
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 30 ოქტომბრის 21 საათიდან 31 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება, წვიმა, შესაძლებელია ელჭექი.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში:
- დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო
ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში:
- დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო
ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება. ზღვის წყლის ტემპერატურა +20 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, პირველ ნოემბერს ბათუმში გამოიდარებს და ნოემბრის პირველი დღეები უნალექო ამინდი იქნება.
SAY.GE · ბათუმი (ადგილი) — დეტალები SAY.GE-ზე
წყარო
ბათუმელები · batumelebi.ge
ავტორი: ნანა კვაჭაძე · გამოქვეყნდა 30.10.2026, 12:05. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია
ასევე წაიკითხეთ
320×100სარეკლამო ადგილი · მობაილის ლენტა


