თბილისის წიგნის დღეები დაიწყო! - ნახეთ, რა გელოდებათ "პალიტრა L"-ის სტენდთან და გაეცანით სრულ განრიგს
ლიტერატურული ფესტივალი - „თბილისის წიგნის დღეები“, 30-31 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს, Expo Georgia-ს XI პავილიონში ტრადიციულად უმასპინძლებს წიგნის მოყვარულებს. გამომცემლობა „პალიტრა L”-ის ოცდამეერთე იუბილეს აღსანიშნავად, სტენდთან მისულ სტუმრებს განსაკუთრებული საფესტივალო შეთავაზებები, უამრავი ახალი…
ლიტერატურული ფესტივალი - „თბილისის წიგნის დღეები“, 30-31 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს, Expo Georgia-ს XI პავილიონში ტრადიციულად უმასპინძლებს წიგნის მოყვარულებს. გამომცემლობა „პალიტრა L”-ის ოცდამეერთე იუბილეს აღსანიშნავად, სტენდთან მისულ სტუმრებს განსაკუთრებული საფესტივალო შეთავაზებები, უამრავი ახალი გამოცემა, საყვარელ ავტორებთან შეხვედრები, პრეზენტაციები და მხიარული აქტივობები დახვდებათ.
ფესტივალზე მისვლამდე შეგიძლიათ გაეცნოთ კატალოგს ონლაინ და წინასწარ მოინიშნოთ სასურველი წიგნები („პალიტრა L”-ის სრული კატალოგი იხილეთ ბმულზე: https://online.fliphtml5.com/bzday/txgg/#p=1).
მოინიშნეთ კალენდარში „პალიტრა L”-ის საფესტივალო ღონისძიებების დროები და გაეცანით სამდღიან პროგრამას:
პარასკევი, 30 ოქტომბერი
- 15:00 ვითამაშოთ პალიტრა სტუდიასთან ერთად“ (გასართობი და შემეცნებითი აქტივობები პატარა სტუმრებისთვის).
შაბათი, 31 ოქტომბერი, საიუბილეო დღე!
- 12:00 „ვითამაშოთ პალიტრა სტუდიასთან ერთად“
- 14:00 ავტორთან შეხვედრა: დავით ჩქოტუა
- 14:30 ავტორთან შეხვედრა: გიორგი კეკელიძე
- 15:00 ავტორთან შეხვედრა: ლელა ცუცქირიძე
- 15:30 ავტორთან შეხვედრა: ნათია ჯაგოდნიშვილი
- 16:00 ავტორთან შეხვედრა: დათო ქართველიშვილი
- 16:30 ავტორთან შეხვედრა: თაკო წულაია
მთავარ სცენაზე:
- 17:30 ლიტერატურული განრიგი მკითხველთან ერთად (აზარტული და ინტელექტუალური შეჯიბრება თბილისის წიგნის დღეებზე).
კვირა, 1 ნოემბერი
- 12:00 „ვითამაშოთ პალიტრა სტუდიასთან ერთად“
- 14:00 ავტორთან შეხვედრა: მარიამ ელიზბარაშვილი
- 14:30 ავტორთან შეხვედრა: თეა თოფურია
- 15:00 ავტორთან შეხვედრა: ნიკოლოზ ცისკარიშვილი
- 15:30 ავტორთან შეხვედრა: ქეთი ნიჟარაძე
მთავარ სცენაზე:
17:30 გიორგი კეკელიძის ახალი წიგნის - „ანწუხელიძე. ომის ნამსხვრევები“ ოფიციალური პრეზენტაცია. ღონისძიებაზე შესაძლებლობა გექნებათ არა მხოლოდ პირადად შეხვდეთ ავტორს, არამედ შეიძინოთ ეს უმნიშვნელოვანესი ახალი გამოცემა.
გადმოინაცვლეთ Expo Georgia-ს XI პავილიონში, აღნიშნეთ „პალიტრა L-ის“ 21-ე დაბადების დღე გამომცემლობასთან ერთად და აქციეთ ეს დღეები დაუვიწყარ ლიტერატურულ თავგადასავლად!
R
SAY.GE · თბილისი (ადგილი) — დეტალები SAY.GE-ზე