პარასკევი, 30 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ბათუმში რესტორანს საწარმოო პროცესი შეუჩერეს „კრიტიკული შეუსაბამობების გამო“ - სააგენტო - Batumelebi

სურსათის ეროვნული სააგენტო •

ბათუმში რესტორანს საწარმოო პროცესი შეუჩერეს „კრიტიკული შეუსაბამობების გამო“ - სააგენტო - Batumelebi
ფოტო: ბათუმელები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გამოვლენილი დარღვევების გამო თბილისში, აჭარასა და შიდა ქართლში ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერა.

სააგენტოს ცნობით, აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა კრიტიკული შეუსაბამობების გამო დააჯარიმეს და საწარმოო პროცესი შეუჩერეს რესტორანს „ღელე-ღურდანს“, რომელიც ბათუმში, ხალვაშის გამზირზე მდებარეობს.

„ობიექტზე დაფიქსირდა ინფრასტრუქტურის გაუმართაობა, ინვენტარის არასათანადო რეცხვა/დეზინფექცია და ჰიგიენური ნომრების დარღვევა“ – წერს სააგენტო.

ამავე დროს, სააგენტომ შემოსული შეტყობინების საფუძველზე შეამოწმა მზა კერძების მწარმოებელი და სარეალიზაციო ობიექტი „კნატუნა“ თბილისში და გამოვლენილი დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერეს.

სააგენტო ასევე წერს, რომ არალეგალური ფრინველთა სასაკლაოები გამოავლინეს შიდა ქართლში, სადაც კანონმდებლობის შესაბამისად მეწარმეები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.

Ბ
წყარო ბათუმელები · batumelebi.ge ავტორი: ნანა კვაჭაძე · გამოქვეყნდა 30.10.2026, 12:23. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ