ბათუმში მაღაზიის გაქურდვისთვის 2 არასრულწლოვანი დააკავეს - ისინი სხვა დანაშაულებშიც ფიგურირებენ
აჭარის პოლიციამ ბათუმში ორი არასრულწლოვანი დააკავა, რომლებსაც ჯგუფურად ჩადენილი ქურდობა ედებათ ბრალად. დაკავებულები სხვა ქურდობის ფაქტებშიც ფიგურირებენ.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა ბათუმში ორი არასრულწლოვანი დააკავა, რომლებსაც ჯგუფურად ჩადენილი ქურდობა ედებათ ბრალად. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილები ცხელ კვალზე დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, წინასწარი შეთანხმებით, ბათუმში მდებარე ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში უკანონოდ შეაღწიეს. მათ მაღაზიიდან გასაყიდი პროდუქცია მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ მალევე დაადგინა დამნაშავეების ვინაობა და ორივე არასრულწლოვანი ბრალდებულის სახით დააკავა. ნაქურდალი პროდუქცია კი ნივთმტკიცებად ამოღებულია.
გამოძიების ფარგლებში ასევე მოპოვებულია სავაჭრო ობიექტის სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, რომლებიც სრულად ადასტურებს დაკავებულების დანაშაულებრივ ქმედებას.
აღსანიშნავია, რომ დაკავებული არასრულწლოვნები ბათუმში სხვადასხვა დროს მომხდარ ქურდობის კიდევ რამდენიმე ფაქტშიც მონაწილეობდნენ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
SAY.GE · ბათუმი (ადგილი) — დეტალები SAY.GE-ზე
ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 2
ბათუმში მაღაზია გაქურდეს - დააკავეს ორი არასრულწლოვანი - Batumelebiბათუმელები · 11:04
ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით → 
