პარასკევი, 30 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ალი ასადოვი - ჩვენი ქვეყნები შუა დერეფნის განვითარებაზე ერთობლივად მუშაობენ, რომლის ნაწილია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ექსპლუატაციაში შესვლა, ასევე გამტარუნარიანობის 5 მილიონ ტონამდე გაზრდა - ეს წარმატებული ერთობლივი საქმიანობის შედეგია

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაფართოება ორივე ქვეყნის ინტერესებშია და დარწმუნებული ვარ,

ალი ასადოვი - ჩვენი ქვეყნები შუა დერეფნის განვითარებაზე ერთობლივად მუშაობენ, რომლის ნაწილია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ექსპლუატაციაში შესვლა, ასევე გამტარუნარიანობის 5 მილიონ ტონამდე გაზრდა - ეს წარმატებული ერთობლივი საქმიანობის შედეგია
ფოტო: ინტერპრესნიუსი

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაფართოება ორივე ქვეყნის ინტერესებშია და დარწმუნებული ვარ, დღევანდელი გადაწყვეტილებები სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებაში თავის წვლილს შეიტანს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის რიგით მე-11 სხდომაზე განაცხადა.

როგორც ალი ასადოვმა აღნიშნა, ელექტროენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება.

„ჩვენ ევროპაში მწვანე ენერგიის დერეფნის პროექტზე ვმუშაობთ, რაც ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ტრანსპორტი და ტრანზიტი ჩვენი თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ჩვენი ქვეყნები შუა დერეფნის განვითარებაზე ერთობლივად მუშაობენ. შუა დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ექსპლუატაციაში შესვლა, ასევე გამტარუნარიანობის 5 მილიონ ტონამდე გაზრდა. ეს წარმატებული ერთობლივი საქმიანობის შედეგია.

კულტურულ-ჰუმანიტარული სფერო, როგორც ყოველთვის, ჩვენი თანამშრომლობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის პროფესიული აზერბაიჯანული დრამატული თეატრის ახალი შენობის მშენებლობა, ვიმედოვნებ, ახლო მომავალში დაიწყება.

ჩვენს ქვეყნებში მცხოვრები აზერბაიჯანული და ქართული თემის როლი განსაკუთრებულია ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაძლიერებაში. მშობლიურ ენაზე განათლების უზრუნველყოფა და შესაბამისი სკოლების მიღწევები ჩვენს ხალხებს შორის არსებული ურთიერთობების გაძლიერებას უწყობს ხელს.

ბატონო პრემიერ-მინისტრო, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაფართოება ორივე ქვეყნის ინტერესებშია და დარწმუნებული ვარ, დღევანდელი გადაწყვეტილებები სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებაში თავის წვლილს შეიტანს“, - განაცხადა ალი ასადოვმა.

აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია და „აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხები საუკუნეების განმავლობაში მოძმე მეგობრულ ვითარებაში ცხოვრობენ“. ალი ასადოვის თქმით, გასული წლების განმავლობაში ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა თვისებრივად ახალ ეტაპზე არის გადასული.

„მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის დინამიკა ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებაში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ამ თვალსაზრისით, აპრილში საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ბატონი ილჰამ ალიევის ვიზიტი, ასევე მაისში თქვენი ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში განსაკუთრებულად აღსანიშნავია. აღნიშნული ვიზიტები და გაფორმებული შეთანხმებები ჩვენი ურთიერთობების სტრატეგიულ შინაარსს კიდევ ერთხელ ადასტურებს და ხელს უწყობს სხვადასხვა მიმართულებებით ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას.

საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ჩვენ ყოველთვის ვუჭერთ მხარს ერთმანეთს, განსაკუთრებით ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ალი ასადოვმა.

აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე.

„სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა ძალიან დადებითი დინამიკით ვითარდება და თანმიმდევრულად ფართოვდება. საქართველო აზერბაიჯანის ძირითადი სავაჭრო პარტნიორია. მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში სავაჭრო ბრუნვა 40%-ზე მეტად გაიზარდა და გასული წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით 1 მლრდ დოლარს მიაღწია. ინვესტიციების სფეროში ჩვენი თანამშრომლობა ძალიან კარგ დინამიკას აჩვენებს. აზერბაიჯანი საქართველოში ახორციელებს ინვესტიციებს, რაც რიცხვებში დაახლოებით 4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

ჩვენ მიერ ერთობლივად განხორციელებული მეგაპროექტები, მათ შორის სამხრეთის გაზის დერეფანი რეგიონისა და ევროპის ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით განსაკუთრულ როლს თამაშობს“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა.

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 30.10.2026, 12:04. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ