გიორგი სიორიძე - ძალიან ნათლად გამოჩნდა, რამდენად არ არსებობს არგუმენტები „ქართული ოცნების“ მხარეს - სარჩელი არის პოლიტიკურად მოტივირებული და სამართლის ტექნიკის თვალსაზრისით ხელოვნურად შეკერილი
ძალიან ნათლად გამოჩნდა, რამდენად არ არსებობს არგუმენტები „ქართული ოცნების“ მხარეს. სარჩელი არის პოლიტიკურად მოტივირებული
30.10.2026 / 12:12
გიორგი სიორიძე - ძალიან ნათლად გამოჩნდა, რამდენად არ არსებობს არგუმენტები „ქართული ოცნების“ მხარეს - სარჩელი არის პოლიტიკურად მოტივირებული და სამართლის ტექნიკის თვალსაზრისით ხელოვნურად შეკერილი
ძალიან ნათლად გამოჩნდა, რამდენად არ არსებობს არგუმენტები „ქართული ოცნების“ მხარეს. სარჩელი არის პოლიტიკურად მოტივირებული და სამართლის ტექნიკის თვალსაზრისით ხელოვნურად შეკერილი, - ასე გამოეხმაურა „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელი გიორგი სიორიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებს.
მისი განმარტებით, სასამართლო განხილვებზე ოპოზიციური მხარე დოკუმენტურად დაასაბუთებს, „თუ როგორ უთხრიდა ძირს თავად მმართველი გუნდი საქართველოს დასავლურ პერსპექტივას 2022 წლიდან მოყოლებული“.
„დღეს ვისაუბრებთ ძირითადად იმ საკითხებზე, რაც სარჩელს შეეხება - საქართველოს საგარეო კურსზე, „ქართული ოცნების“ პრორუსული, რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკის დაკანონებისა და ვალდებულებად ქცევის მცდელობაზე. აგრეთვე დოკუმენტურად და არგუმენტირებულად იქნება წარმოჩენილი, თუ როგორ უშლიდა თავად „ქართული ოცნება“ ხელს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2022 წლიდან მოყოლებული, რასაც კონსტიტუციურ ბრალად გვდებს თავად მმართველი გუნდი. ამ ყველაფერზე ამომწურავი პასუხები გვექნება. დაინახავს სასამართლოც და ქართული საზოგადოებაც, რომელიც დიდი ინტერესით აკვირდება პროცესს.
მთავარი არის ის, რომ ძალიან ნათლად გამოჩნდა, რამდენად არ არსებობს არგუმენტები „ქართული ოცნების“ მხარეს. რამდენად არის ის პოლიტიკურად მოტივირებული მხოლოდ და მხოლოდ, სამართლის ტექნიკის თვალსაზრისით ხელოვნურად შეკერილი, გადაბმული რამდენიმე მოპასუხის მიმართ წარდგენილი პრეტენზიები, რომლებსაც თითქოს ერთი საერთო მიზანი აქვთ, მაგრამ ეს არ მტკიცდება არანაირად და არის უბრალოდ სასაცილო უკვე საზოგადოების თვალში, როგორც გამოიყურება „ქართული ოცნების“ სარჩელიც და მათი არგუმენტაციაც. არანაირი კავშირი არ არის არაკონსტიტუციურად ცნობასთან.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამართლოში საზოგადოებისა და სასამართლოს წინაშე დავამტკიცოთ, რა ხდებოდა სინამდვილეში ბოლო წლის განმავლობაში, როგორ უთხრიდა ძირს „ქართული ოცნება“ საქართველოს დასავლურ პერსპექტივას და როგორ არღვევდა კონსტიტუციას, კონსტიტუციურ წყობილებას როგორ ხელყოფდა თავად“,- აცხადებს გიორგი სიორიძე


