ბათუმში მაღაზია გაქურდეს - დააკავეს ორი არასრულწლოვანი - Batumelebi
ქურდობა • ქურდობა ბათუმში • შსს •
ბათუმში სურსათის მაღაზია გაქურდეს. ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, პოლიციელებმა ორი არასრულწლოვანი დააკავეს.
გამოძიების ვერსიით, „ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ შეაღწიეს ბათუმში მდებარე ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში, საიდანაც უკანონოდ დაეუფლნენ გასაყიდ პროდუქციას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ დღეს, 30 ოქტომბერს გავრცელებულ ინფორმაციაში.
შსს-ს ინფორმაციით, ამოღებულია სავაჭრო ობიექტში განთავსებული სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, რითაც ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედება დასტურდება.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 და და მე-3 ნაწილების შესაბამისად, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
SAY.GE · ბათუმი (ადგილი) — დეტალები SAY.GE-ზე
ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 2
ბათუმში მაღაზიის გაქურდვისთვის 2 არასრულწლოვანი დააკავეს - ისინი სხვა დანაშაულებშიც ფიგურირებენლიბერალი · 06:26


