ორშაბათი, 9 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

მარკო რუბიო - გარკვეული წინსვლაა იმასთან დაკავშირებით, როგორი შეიძლება იყოს უსაფრთხოების არქიტექტურა კონფლიქტის დასრულების შემდეგ - შესაძლოა, გარკვეულ პროგრესს აბუ-დაბიში მივაღწიოთ

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით , ომის შემდეგ უკრაინისა და ევროპის

მარკო რუბიო - გარკვეული წინსვლაა იმასთან დაკავშირებით, როგორი შეიძლება იყოს უსაფრთხოების არქიტექტურა კონფლიქტის დასრულების შემდეგ - შესაძლოა, გარკვეულ პროგრესს აბუ-დაბიში მივაღწიოთ
ფოტო: ინტერპრესნიუსი

09.11.2026 / 10:57

მარკო რუბიო - გარკვეული წინსვლაა იმასთან დაკავშირებით, როგორი შეიძლება იყოს უსაფრთხოების არქიტექტურა კონფლიქტის დასრულების შემდეგ - შესაძლოა, გარკვეულ პროგრესს აბუ-დაბიში მივაღწიოთ

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, ომის შემდეგ უკრაინისა და ევროპის „უსაფრთხოების ინფრასტრუქტურასთან“ დაკავშირებით გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს.

მისი თქმით, მიმდინარე კვირაში აბუ-დაბიში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე, შესაძლოა, შემდგომ პროგრესს მიაღწიონ.

რუბიომ ხაზი გაუსვა, რომ ომის შემდგომი უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისა და დანარჩენი ევროპისთვის მოკავშირეების ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია.

„გარკვეული წინსვლაა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი შეიძლება იყოს უსაფრთხოების არქიტექტურა კონფლიქტის დასრულების შემდეგ. ჯერჯერობით არაფერია საბოლოოდ გადაწყვეტილი. შესაძლოა, გარკვეულ პროგრესს აბუ-დაბიში მივაღწიოთ“, - აღნიშნა რუბიომ.

შეგახსენებთ,სამშაბათს და ოთხშაბათს აბუ-დაბიში უკრაინას, რუსეთსა და აშშ-ს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება. მოლაპარაკებებზე აშშ-ს წარმოადგენენ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი.

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 09.11.2026, 10:57. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ