ორშაბათი, 9 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

პარტიების აკრძალვის საქმის განხილვა 10 ნოემბერს გაგრძელდება - Batumelebi

პარტიების აკრძალვა • პოლიტიკა • საკონსტიტუციო სასამართლო • სამართალი •

პარტიების აკრძალვის საქმის განხილვა 10 ნოემბერს გაგრძელდება - Batumelebi
ფოტო: ბათუმელები

„პარტიების აკრძალვის საქმის“ განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში ხვალ, 10 ნოემბერს, დღის 12 საათზე განახლდება.

კითხვა-პასუხის ეტაპიდან საქმის არსებითი განხილვა 9 ნოემბერს უნდა განახლებულიყო, თუმცა 8 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ  სხდომა ერთ-ერთი მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო.

საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, სხდომები ასევე გაგრძელდება 11, 12, 13 ნოემბერს 11:00 საათზე.

„ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 21 ოქტომბერს დაიწყო. აქამდე სულ 8 სხდომა ჩატარდა.

განხილვა არ ყოფილა არც გასულ კვირას. ამ შემთხვევაში სხდომების გადადების მიზეზი საკონსტიტუციოს იუბილე იყო – 5 ნოემბერს სასამართლოს დაარსებიდან 30 წელი გავიდა.

საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელით „ოცნება“ ითხოვს პოლიტიკური პარტიების: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას და მათ აკრძალვას.

Ბ
წყარო ბათუმელები · batumelebi.ge გამოქვეყნდა 09.11.2026, 11:54. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ