როდის გამოიდარებს ბათუმში - Batumelebi
ამინდის პროგნოზი • ამინდის პროგნოზი აჭარაში • ამინდის პროგნოზი ბათუმში •
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8 ნოემბრის 21 საათიდან 9 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, მთაში თოვა, ღამით ზოგან ძლიერი, გორაკბორცვიან ადგილებში ზოგან ნალექი.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15, ღამით ზოგან 17-22 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
- დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
- ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო
ჰაერის ტემპერატურა მთიან რაიონებში:
- დღისით: 3 – 8 გრადუსი სითბო
- ღამით: -2 გრადუსი ყინვა – 3 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში:
- ღამით და დღისით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
ზღვის ღელვა 4-5 ბალი.
ზღვის წყლის ტემპერატურა +18 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 10 და 11 ნოემბერს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
SAY.GE · ბათუმი (ადგილი) — დეტალები SAY.GE-ზე
წყარო
ბათუმელები · batumelebi.ge
გამოქვეყნდა 08.11.2026, 15:02. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია
ასევე წაიკითხეთ
320×100სარეკლამო ადგილი · მობაილის ლენტა


