ორშაბათი, 9 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ძლიერი ქარი, წვიმა და თოვლი – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

ძლიერი ქარი, წვიმა და თოვლი – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
ფოტო: პრაიმტაიმი

 დღეს, 9 ნოემბერს, საქართველოში არაერთგვაროვანი ამინდია მოსალოდნელი. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში შედარებით მშრალი, თუმცა ცივი და ქარიანი დღე იქნება, დასავლეთ საქართველოში კი ნალექია მოსალოდნელი.

თბილისში დღე ღრუბლიანი იქნება, დღის მეორე ნახევარში კი ღრუბლებს შორის მზე გამოანათებს. ჰაერის ტემპერატურა დაახლოებით 8-9 გრადუსამდე მოიმატებს. განსაკუთრებული ყურადღება ქარს უნდა მიექცეს – მისი ძლიერი ნაკადებია მოსალოდნელი.

წვიმიანი ამინდი იქნება ბათუმში, ფოთსა და ქუთაისში. ფოთში შესაძლებელია ელჭექიც. დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექი ინტენსიური იქნება.

მთიან რეგიონებში საგრძნობლად აცივდება. ბაკურიანში მოსალოდნელია თოვა, ბორჯომში კი ნალექი შესაძლოა სველ თოვლში გადაიზარდოს.

Პ
წყარო პრაიმტაიმი · primetime.ge გამოქვეყნდა 09.11.2026, 08:54. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ