გიორგი შარაშიძე - „ოცნებას“ დაწყებული აქვს მისთვის კომფორტული და მართული ოპოზიციური პარტიების, ზოგის დაფუძნების და უკვე დაფუძნებულის მხარდაჭერის პროცესი - ეს არის დიქტატურის გაფორმება შენიღბული დემოკრატიული ფასადით
„ოცნებას“ უკვე დაწყებული აქვს პროცესი მისთვის კომფორტული და ხელოვნურად მართული ოპოზიციური პარტიების,
„ოცნებას“ უკვე დაწყებული აქვს პროცესი მისთვის კომფორტული და ხელოვნურად მართული ოპოზიციური პარტიების, ზოგის დაფუძნების და უკვე დაფუძნებულის მხარდაჭერისა და განვითარების. იმ ვითარებაში, როდესაც, ფაქტობრივად, შეზღუდულია ყველანაირი რესურსი და ძალაუფლება და ფულიც არის მხოლოდ და მხოლოდ „ოცნების“ ხელში, ბუნებრივია, თავად „ოცნება“ გადაწყვეტს, ვინ იქნება მისთვის კომფორტული ოპოზიციური პარტია. ეს არის დიქტატურის გაფორმება შენიღბული დემოკრატიული ფასადით, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი შარაშიძემ ოპოზიციის აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა.
შარაშიძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ პარტიების აკრძალვა უკვე გადაწყვეტილი აქვს და საკონსტიტუციო სასამართლოს უწევს აღნიშნული გადაწყვეტილების გაფორმება.
„დაჩქარებული პროცესი თავად სასამართლოს დამოკიდებულება, შუამდგომლობების სრული დაუკმაყოფილებლობა და იგნორი, პროცესების ფორსირება, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესის პარალელურად, ჩორჩანას საქმის, ასევე, დაჩქარებული განხილვა იმისთვის, რომ „ოცნებამ“ გააფორმოს ეს მოღალატეობრივი აქტი და ფაქტობრივად, რუსეთს შეუქმნას სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ გაჩნდეს სამართლებრივი პრეტენზიებიც კი საქართველოს ისტორიულ ტერიტორიაზე, ჩორჩანას ვგულისხმობ, ადასტურებს იმას, რომ „ოცნებას“ ეს აქვს გადაწყვეტილი დიდი ხნის წინ. სამწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლოს მხოლოდ ფორმალურად უწევს ამ გადაწყვეტილების გაფორმება. ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ განსხვავებული აზრის აკრძალვა, არაკონსტიტუციურად გამოცხადება, პლურალიზმის გაქრობა და დემოკრატიის შენიღბვა რაღაც გარკვეული ფასადით და ილუზიით, თითქოს ამ ქვეყანაში იქნება სამართლიანი არჩევნები. რა თქმა უნდა, არ იქნება, იმიტომ, რომ „ოცნებას“ უკვე დაწყებული აქვს პროცესი მისთვის კომფორტული და ხელოვნურად მართული ოპოზიციური პარტიების, ზოგის დაფუძნების და უკვე დაფუძნებულის მხარდაჭერისა და განვითარების. იმ ვითარებაში, როდესაც, ფაქტობრივად, შეზღუდულია ყველანაირი რესურსი და ძალაუფლება და ფულიც არის მხოლოდ და მხოლოდ „ოცნების“ ხელში, ბუნებრივია, თავად „ოცნება“ გადაწყვეტს, ვინ იქნება მისთვის კომფორტული ოპოზიციური პარტია. ეს არის დიქტატურის გაფორმება შენიღბული დემოკრატიული ფასადით და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე შედეგების მომტანი იქნება ქვეყნისთვის, დიდი რისკების და საფრთხის შემცველი ნაბიჯებია და ამაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება „ოცნებას“, მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს მხოლოდ დროის საკითხია. დღეს ფლობს „ოცნება“ შეუზღუდავ ძალაუფლებას და ამ ძალაუფლებით ცდილობს, ბოლომდე დაიკანონოს არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ ოპოზიციაც და საკუთარ მართვას დაუქვემდებაროს, მაგრამ ეს სარჩელი იქნება სწორედაც რომ მტკიცებულება, პირველ რიგში, „ოცნების“ წინააღმდეგ, მათ შორის იმ 88 დეპუტატის წინააღმდეგ, ვინც ამ სრულიად აბსურდულ სარჩელს ხელი მოაწერა, მით უფრო ჩვენი დამატების შემდეგ, რაც, მე მგონი, ყველა უკვე კარგად ხედავს, რომ იყო აბსურდული, ხელოვნური, ნაუცბათევი, იმიტომ, რომ არც ერთი არგუმენტი, რომელიც არის მოყვანილი ჩვენი პარტიის ასაკრძალად, არ შეესაბამება რეალობას და მით უფრო ვერ იქნება საფუძველი ჩვენი პარტიის აკრძალვის“, - განაცხადა შარაშიძემ.
მისი თქმით, 4 ოქტომბრის ეპიზოდი, რომელსაც სარჩელის მიხედვით „ქართული ოცნება“ ასევე ედავება მათ პარტიას, არის აბსურდული ბრალდება, რადგან პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ ქმედებით აჩვენა, რომ იყო არჩევნების, როგორც ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილების ერთადერთი და უმთავრესი ინსტრუმენტის დამცველი.
„ჩვენს პარტიას არათუ კონსტიტუციის 23-ე მუხლის არც ერთი ნაწილი დარღვეული არ აქვს, პირიქით, თავად იყო დამცველი, ზოგადად, ამ ქვეყანაში არჩევნების, როგორც ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილების ერთადერთი და უმთავრესი ინსტრუმენტის. 4 ოქტომბერს ჩვენს ვიყავით არჩევნებზე, მთელი ჩვენი პარტია საარჩევნო უბნებზე იყო ჩვენი ხმების დასაცავად. მეც, მათ შორის, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ვიყავი. ჩვენ ჩვენი ქმედებით, ვაჩვენებდით ხალხს, რა შეიძლება ყოფილიყო იმ უპასუხისმგებლო 4 ოქტომბრის პროვოკაციის ალტერნატივა, არჩევნების სახით. „ოცნების“ მიერ დაგეგმილი პროვოკაციით და რამდენიმე სულელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დახმარებით, ქვეყანა შევიდა წარმოუდგენ რადიკალიზმსა და დაძაბულობის სპირალში, საიდან გამოსავალიც არ ჩანდა და, რა თქმა უნდა, ჩვენნაირი პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური პარტიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ სიტუაციის ჩაწყნარება და ნორმალური, გონივრული პოლიტიკის დაბრუნება პოლიტიკაში და ზოგადად, პოლიტიკის დაბრუნება პოლიტიკაში. და ახლა წარმოიდგინეთ, ამ ქმედების გამო თურმე ჩვენი პარტია არის ასაკრძალი. ეს ხომ სრულიად უტიფარი და აბსურდული ბრალდებაა. არქივი ინახავს ჩვენს ინტერვიუებს, განცხადებებს და ათი ათასობით წინადადებას, სადაც სრულიად საპირისპიროს ვამტკიცებთ და ასევე, ქმედებით ვამტკიცებდით იმას, რომ არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლებოდა იმ ე.წ. მშვიდობიან დამხობაში ანუ „ოცნების“ მიერ მოწყობილ მახეში, ხაფანგსა და პროვოკაციაში გარევა და ამის გამო, ახლა, თურმე, ჩვენი პოლიტიკური პარტია უნდა აკრძალონ, რომელიც ერთადერთი საპარლამენტო ოპოზიციური პარტია, ვისთანაც ოპონირების არანაირი უნარი „ოცნებას“ აღარ შერჩენია“, - განაცხადა შარაშიძემ.
SAY.GE · შარაშიძე (გვარი) — დეტალები SAY.GE-ზე

