პარასკევი, 6 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ნინო წილოსანი: კორექტირებული ბიუჯეტი გულისხმობს ადამიანებზე მორგებას და დაგეგმვას, შესაბამისად, ეს იქნება სხვადასხვა სოციალური დახმარება, პენსიები თუ ჯანდაცვის პროგრამები, მაქსიმალურად გათვალისწინებულია

მთავრობამ პარლამენტში 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის კორექტირებული ვარიანტი დააბრუნა.რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2027 წლისთვის 5%-ია, ხოლო ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯები მილიარდ ლარზე...

ნინო წილოსანი: კორექტირებული ბიუჯეტი გულისხმობს ადამიანებზე მორგებას და დაგეგმვას, შესაბამისად, ეს იქნება სხვადასხვა სოციალური დახმარება, პენსიები თუ ჯანდაცვის პროგრამები, მაქსიმალურად გათვალისწინებულია
ფოტო: ინფო 9

მთავრობამ პარლამენტში 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის კორექტირებული ვარიანტი დააბრუნა.

რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2027 წლისთვის 5%-ია, ხოლო ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯები მილიარდ ლარზე მეტით არის გაზრდილი. მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის ხარჯი გაიზარდა 685 მილიონი ლარით. ინდექსაციის ფორმულის შესაბამისად, 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია იზრდება 60 ლარით და 555 ლარის ოდენობით განისაზღვრება.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი აღნიშნავს, ეკონომიკური ზრდა პირდაპირ ისახება იმ სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებში, რომლებსაც სახელმწიფო ახორციელებს.

„ეკონომიკური ზრდა პირდაპირ ისახება იმ სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებში, რომლებსაც სახელმწიფო ახორციელებს. კორექტირებული ბიუჯეტი, რა თქმა უნდა, გულისხმობს შემოსავლების მიხედვით ბიუჯეტის მაქსიმალურად ადამიანებზე მორგებას და დაგეგმვას. შესაბამისად, ეს იქნება სხვადასხვა სოციალური დახმარება, პენსიები თუ ჯანდაცვის პროგრამები - ყველაფერი მაქსიმალურად არის გათვალისწინებული კორექტირებულ ვერსიაში.

საკომიტეტო განხილვები, რა თქმა უნდა, გულისხმობს იმას, რომ დეტალურად იყოს განხილული, რა არის მთავრობის მხრიდან შემოთავაზებული. თუმცა ყველა პრიორიტეტი, რაც ჩვენს გაცხადებულ პოლიტიკაშია, რა თქმა უნდა, ყოველ ჯერზე აისახება ბიუჯეტის პროექტში“, - აცხადებს ნინო წილოსანი.

Ი
წყარო ინფო 9 · info9.ge გამოქვეყნდა 06.11.2026, 14:48. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ