პარასკევი, 6 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ანა წითლიძე - რატომ არ არის წარმოდგენილი სასამართლოს 30-წლიანი ისტორიის ამსახველ დოკუმენტურ ფილმში არც ერთი კადრი წინა ხელისუფლების პერიოდიდან

რატომ არ არის წარმოდგენილი სასამართლოს 30-წლიანი ისტორიის ამსახველ დოკუმენტურ ფილმში არც ერთი კადრი წინა ხელისუფლების პერიოდიდან, როდესაც საკონსტიტუციო სასამართ

ანა წითლიძე - რატომ არ არის წარმოდგენილი სასამართლოს 30-წლიანი ისტორიის ამსახველ დოკუმენტურ ფილმში არც ერთი კადრი წინა ხელისუფლების პერიოდიდან
ფოტო: ფრონტნიუსი

რატომ არ არის წარმოდგენილი სასამართლოს 30-წლიანი ისტორიის ამსახველ დოკუმენტურ ფილმში არც ერთი კადრი წინა ხელისუფლების პერიოდიდან, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო ბათუმში გადმოვიდა და ინსტიტუციური განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპები გაიარა?, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.მისი თქმით, ეს კითხვები ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას, მის პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს და საზოგადოების ნდობას."გუშინ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 30 წლის იუბილეს აღნიშნა. ეს თარიღი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს როდესაც სასამართლოს წინაშე პოლიტიკური პარტიების აკრძალვისა და პოლიტიკური პლურალიზმის გაუქმების საკითხი განიხილება. სწორედ ამიტომ, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში განიხილება მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ ინიციირებული საქმე, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს, განსაკუთრებით პრობლემურია ამავე საქმის ინიციატორი პოლიტიკური გუნდის ლიდერებთან სასამართლოს წარმომადგენელთა საზეიმო გარემოში გამოჩენა, მეგობრული პოზირება და ზეიმის ატმოსფერო. ამ ვითარებაში ბუნებრივად ჩნდება რამდენიმე კითხვა: რამდენად შეესაბამება სასამართლოს ინსტიტუციური ნეიტრალიტეტისა და მოსამართლეთა ეთიკის სტანდარტებს ასეთი ღონისძიების ჩატარება მიმდინარე პოლიტიკური დავის ფონზე? რატომ არ გადაიდო ღონისძიება, მით უფრო, რომ ის სასამართლოს ამოქმედების ზუსტ თარიღს - 1996 წლის 10 სექტემბერს - არ ემთხვევა?იყვნენ თუ არა მიწვეული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, მათ შორის ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობდნენ და პარლამენტშიც არიან წარმოდგენილი? თუ არა, რა იყო ამის მიზეზი? რამდენად მისაღებია, რომ იმავე ღონისძიებაზე მოსარჩელე პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები საჯაროდ აკეთებდნენ კომენტარებს მიმდინარე საკონსტიტუციო დავაზე და ფაქტობრივად წინასწარ აცხადებდნენ, რა გადაწყვეტილებას ელიან სასამართლოსგან?რატომ არ არის წარმოდგენილი სასამართლოს 30-წლიანი ისტორიის ამსახველ დოკუმენტურ ფილმში არც ერთი კადრი წინა ხელისუფლების პერიოდიდან, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო ბათუმში გადმოვიდა და ინსტიტუციური განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპები გაიარა? რამდენად მართებულია საიუბილეო ფილმში თენგიზ შარმანაშვილის წარმოჩენა, რომელიც ამჟამად იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელია, რომლის მიერ ინიციირებულ საქმეზეც სასამართლომ უნდა იმსჯელოს და გადაწყვეტილება მიიღოს? ეს კითხვები არ ეხება მხოლოდ ერთ ღონისძიებას. ისინი ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას, მის პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს და საზოგადოების ნდობას“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

Ფ
წყარო ფრონტნიუსი · frontnews.ge ავტორი: Frontnews · გამოქვეყნდა 06.11.2026, 15:29. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ