გიორგი გაბუნია საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე: შემოსულია პაკეტი, რომელიც უკეთესად მოაწესრიგებს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ მთელ რიგ ტექნიკურ საკითხებს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია
კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს აფასებს.მისი განმარტებით, ცვლილებების პაკეტი საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკი...
კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს აფასებს.
მისი განმარტებით, ცვლილებების პაკეტი საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებს მოაწესრიგებს.
„წესრიგდება ისეთი ტექნიკური ხასიათის საკითხები, რომლებიც უშუალოდ არჩევნების ორგანიზებისა და მენეჯმენტის კუთხით გაცილებით უფრო მეტად გასაგები და ეფექტური იქნება. იცვლება ვადები. გარდა ამისა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თავად მიიღებს გადაწყვეტილებას უცხოელ დამკვირვებლების დასწრებასთან დაკავშირებით. შემოსულია პაკეტი, რომელიც უკეთესად მოაწესრიგებს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ მთელ რიგ ტექნიკურ საკითხებს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.
SAY.GE · გაბუნია (გვარი) — დეტალები SAY.GE-ზე
