Airbnb ტურისტული AI-აგენტის გაშვებას გეგმავს | Marketer
Airbnb ხელოვნური ინტელექტის ახალ ინსტრუმენტზე მუშაობს, რომელიც მომხმარებლებს მოგზაურობის დაგეგმვასა და სხვადასხვა საჭიროების მოგვარებაში დაეხმარება. კომპანიის
Airbnb ხელოვნური ინტელექტის ახალ ინსტრუმენტზე მუშაობს, რომელიც მომხმარებლებს მოგზაურობის დაგეგმვასა და სხვადასხვა საჭიროების მოგვარებაში დაეხმარება. კომპანიის განცხადებით, AI-აგენტის გაშვება 2027 წლის პირველ ნახევარში იგეგმება.
მოგზაურობის დაგეგმვა ჩვეულებრივი ყოველდღიური დავალებებისგან განსხვავდება. მომხმარებლებისთვის მოგზაურობის გამოცდილების ნაწილია დანიშნულების ადგილის აღმოჩენა, საცხოვრებლების დათვალიერება, ფოტოების ნახვა და სხვადასხვა ვარიანტის შედარება. Airbnb-ს მონაცემებით, მოგზაურთა 80% სიამოვნებას სწორედ მოგზაურობისთვის ინფორმაციის მოძიების პროცესისგანაც იღებს. ამიტომ კომპანია მიიჩნევს, რომ ამ პროცესისთვის ჩვეულებრივი ტექსტური ჩატბოტი საუკეთესო გამოსავალი არ არის.
Airbnb-ს AI-აგენტი ტრადიციული ჩატის ნაცვლად მოგზაურობის საჭიროებებზე მორგებულ ინტერაქციულ ინტერფეისს გამოიყენებს. ის ასობით სპეციალიზებულ კომპონენტს გააერთიანებს, მათ შორის რუკებს, ფოტოებს, საცხოვრებლების შედარების ფუნქციებს, კალენდრებსა და სამოგზაურო მარშრუტებს. ინტერფეისი მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად, რეალურ დროში შეიქმნება.
კომპანიის განმარტებით, ახალი ინსტრუმენტი მხოლოდ საცხოვრებლის მოძიებასა და დაჯავშნით არ შემოიფარგლება. ის მოგზაურებს მთელი მოგზაურობის განმავლობაში დაეხმარება, მაგალითად: ჯავშნის შეცვლის, გადახდის პრობლემების მოგვარების, თანხის დაბრუნების მოთხოვნისა და ხელახლა დაჯავშნის პროცესში. ასევე გათვალისწინებულია უსაფრთხოების 24-საათიანი მხარდაჭერა.
Airbnb სამომავლოდ AI-აგენტის შესაძლებლობების გაფართოებასაც გეგმავს. მისი დახმარებით მომხმარებლები არა მხოლოდ საცხოვრებლების, არამედ სხვადასხვა სერვისისა და გამოცდილების მოძიებასაც შეძლებენ. ეს მიმართულებები კომპანიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა მას შემდეგ, რაც მან მომსახურების შეთავაზება გააფართოვა.
ამრიგად, Airbnb ცდილობს შექმნას არა უბრალოდ კითხვებზე პასუხის გამცემი AI-ასისტენტი, არამედ მოგზაურობის სრულ პროცესზე მორგებული ციფრული აგენტი, რომელიც მომხმარებელს დაგეგმვიდან მოგზაურობის დასრულებამდე გაჰყვება.
SAY.GE · გაშვება (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე

