კრემლი - ვლადიმერ პუტინმა და ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივანმა საერთაშორისო და რეგიონული დღის წესრიგის საკითხები განიხილეს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივანმა
06.11.2026 / 15:11
კრემლი - ვლადიმერ პუტინმა და ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივანმა საერთაშორისო და რეგიონული დღის წესრიგის საკითხები განიხილეს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივანმა მოჰსენ რეზაიმ გუშინ გამართულ შეხვედრაზე ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე გაამახვილეს ყურადღება.
„განხილვა საერთაშორისო და რეგიონული დღის წესრიგის საკითხებს შეეხო. მოჰსენ რეზაიმ ირანის უზენაესი ლიდერის, სეიედ მოჯტაბა ხამენეის, გზავნილი გადასცა“, - იტყობინება კრემლის პრესსამსახური.
მათივე ინფორმაციით,შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად თანამშრომლობის განვითარების საკითხებზე.
თავის მხრივ, რეზაიმ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ პუტინთან რუსეთის გაზის მიწოდების საკითხი და საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის „ჩრდილოეთი - სამხრეთი“ ფარგლებში რეშთი–ასთარის სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობის საკითხი განიხილა.
SAY.GE · უშიშროება (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე


