პარასკევი, 6 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

2 ძმის მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს, ამოღებულია იარაღი - Batumelebi

მკვლელობა •

2 ძმის მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს, ამოღებულია იარაღი - Batumelebi
ფოტო: ბათუმელები

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ცეცხლსასროლი იარაღით 2 ძმის მკვლელობის საქმეზე გარდაცვლილების თანასოფლელი დააკავეს. შემთხვევა გუშინ მოხდა. ძმებს თანასოფლელი ჩაუსაფრდა და ცეცხლი იმ დროს გაუხსნა, როცა ისინი ქორწილში მიდიოდნენ. ორი ძმა ადგილზევე დაიღუპა – მესამემ კი გაქცევა და მანქანისთვის თავის შეფარება მოახერხა.

შს სამინისტროს განცხადების თანახმად, „საგარეჯოში კახეთის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი 2 პირის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 ნოემბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით ორი პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიღებული დაზიანებების შედეგად ორივე კაცი გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“.

Ბ
წყარო ბათუმელები · batumelebi.ge ავტორი: ეთერ თურაძე · გამოქვეყნდა 06.11.2026, 10:49. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ