პარასკევი, 6 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალი

აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები
ფოტო: ფრონტნიუსი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს ორი პირი დააკავეს.შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მათ შორის ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი მათ შორის: „მეთადონი“, „ალფა-პვპ“ და „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“.პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე  და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.

Ფ
წყარო ფრონტნიუსი · frontnews.ge ავტორი: Frontnews · გამოქვეყნდა 06.11.2026, 11:02. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ