ხუთშაბათი, 5 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

შალვა პაპუაშვილი - მოეშვით ამ კდემას ბრიუსელის მიმართ, რომ რახან ბრიუსელმა თქვა, ამიტომ ეს არის ჭეშმარიტება - ანგარიშში თვითნებურად დაკავებულებზე რომ არის საუბარი, ხომ მარტივი ტყუილია? ბრიუსელმაც შეიძლება თქვას ტყუილი

მოეშვით ამ კდემას ბრიუსელის მიმართ, რახან ბრიუსელმა თქვა, ამიტომ ეს არის ჭეშმარიტება,

შალვა პაპუაშვილი - მოეშვით ამ კდემას ბრიუსელის მიმართ, რომ რახან ბრიუსელმა თქვა, ამიტომ ეს არის ჭეშმარიტება - ანგარიშში თვითნებურად დაკავებულებზე რომ არის საუბარი, ხომ მარტივი ტყუილია? ბრიუსელმაც შეიძლება თქვას ტყუილი
ფოტო: ინტერპრესნიუსი

05.11.2026 / 13:54

შალვა პაპუაშვილი - მოეშვით ამ კდემას ბრიუსელის მიმართ, რომ რახან ბრიუსელმა თქვა, ამიტომ ეს არის ჭეშმარიტება - ანგარიშში თვითნებურად დაკავებულებზე რომ არის საუბარი, ხომ მარტივი ტყუილია? ბრიუსელმაც შეიძლება თქვას ტყუილი

მოეშვით ამ კდემას ბრიუსელის მიმართ, რახან ბრიუსელმა თქვა, ამიტომ ეს არის ჭეშმარიტება, - ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტის კითხვას, თუ რას აპირებს საქართველოს ხელისუფლება ევროკომისიის მიერ საქართველოსთან მიმართებით გამოქვეყნებულ ანგარიშზე.

როგორც პაპუაშვილი მიიჩნევს, ანგარიში ავტორიტეტს არ ნიშნავს.

„ერთ რამეს უნდა დავაკვირდეთ, ანგარიში და გვერდები არ ნიშნავს სიმართლეს და ეს არ არის ავტორიტეტი, მოეშვით ამ კდემას ბრიუსელის მიმართ, რახან ბრიუსელმა თქვა, ამიტომ ეს არის ჭეშმარიტება. ბრიუსელმა იცით, კიდევ რა თქვა 4 წლის წინ? რომ მიხეილ სააკაშვილი კვდებოდა და მას სათანადო სამედიცინო დახმარებას არ უწევენო. ეს აღმოჩნდა ტყუილი. ანუ აქეთ იყო ბრიუსელი თავისი 27 ქვეყნით, გუშინ, დროშებს რომ გვაჩვენებდა ბატონი ელჩი, ამ 27-მა ქვეყანამ თქვა ტყუილი. ასე რომ ბრიუსელმაც შეიძლება თქვას ტყუილი. შეიძლება თქვენთვის დაიმსხვრა სამყაროს წარმოდგენა და კეთილი-ბოროტის გაყოფა, მაგრამ ბრიუსელმაც შეიძლება თქვას ტყუილი, შევთანხმდეთ ამაზე.

ახლა, ავიღოთ ეს დოკუმენტი [ევროკომისიის ანგარიში საქართველოს შესახებ] და ჩავხედოთ შიგნით, როცა საუბრობენ თვითნებურად დაკავებულებზე, ხომ მარტივი ტყუილია ბრიუსელის მხრიდან? ვეკითხებით, ვინ არის და ვერ გვპასუხობენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 05.11.2026, 13:54. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ