რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი კომისიის 2026 წლის მეოთხე სხდომა გაიმართა
დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი
05.11.2026 / 14:00
დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის 2026 წლის მეოთხე სხდომა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის სააგენტო ავრცელებს.
მათი ცნობით კომისიას განსახილველად წარედგინა 33 საკითხი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წარდგენილი 31 საკითხიდან დადებითად გადაწყდა 27, უარი ეთქვა 2 საკითხზე; ხარვეზი დადგინდა 2 საკითხზე. სომხური კათოლიკური თემის მიერ წარდგენილ 1 საკითხზე დადგინდა ხარვეზი. მუსლიმთა სამმართველოს მიერ წარდგენილ 1 საკითხზე ითქვა უარი.
„კომისიის სხდომას ესწრებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი და თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი სოფიო დოღონაძე.“- წერია ინფორმაციაში.
SAY.GE · ქონებრივი (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე

