The Guardian - ავიაკომპანია Aer Lingus-ის თვითმფრინავი, ბომბის საფრთხის შესახებ შეტყობინების გამო, საფრანგეთში ავარიულად დაეშვა
ავიაკომპანია Aer Lingus-ის თვითმფრინავი, ბომბის საფრთხის შესახებ შეტყობინების გამო, საფრანგეთში ავარიულად დაეშვა,
05.11.2026 / 13:49
ავიაკომპანია Aer Lingus-ის თვითმფრინავი, ბომბის საფრთხის შესახებ შეტყობინების გამო, საფრანგეთში ავარიულად დაეშვა, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
ირლანდიური ავიაკომპანია Aer Lingus-ის Airbus A320 ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი დუბლინიდან რომში მიფრინავდა, როდესაც ბომბის საფრთხის შესახებ შეტყობინება მიიღო.
თვითმფრინავი ნორმანდიაში, ევრეს ავიაბაზაზე უსაფრთხოდ დაჯდა.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებით, თვითმფრინავის მგზავრები და ეკიპაჟის წევრები უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს, ხოლო თვითმფრინავს გამნაღმველთა ჯგუფი ამოწმებს.
SAY.GE · ავიაკომპანია (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე
წყარო
ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge
გამოქვეყნდა 05.11.2026, 13:49. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია
ასევე წაიკითხეთ
320×100სარეკლამო ადგილი · მობაილის ლენტა

