ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, იმედოვნებს, რომ აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგები უკრაინისთვის დახმარების გაზრდაზე გავლენას მოახდენს
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, იმედოვნებს, რომ აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგები უკრაინისთვის დახმარების გაზრდაზე
05.11.2026 / 09:57
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, იმედოვნებს, რომ აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგები უკრაინისთვის დახმარების გაზრდაზე გავლენას მოახდენს
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, იმედოვნებს, რომ აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგები უკრაინისთვის დახმარების გაზრდაზე გავლენას მოახდენს.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელ ZDF-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დემოკრატების“ მიერ კონგრესზე კონტროლის მოპოვებამ, შესაძლოა, მომავალი წლიდან უკრაინისთვის მეტი სამხედრო და ფინანსური დახმარების გამოყოფას ხელი შეუწყოს.
„მე „რესპუბლიკელების“ მადლიერიც ვარ, თუმცა „დემოკრატები“ მკაფიოდ საუბრობენ უკრაინის მხარდაჭერასა და დახმარების გაწევაზე. ისინი საუბრობენ აშშ-სა და ევროპას შორის კავშირის განახლებაზე. ამდენად, არის იმედი, რომ ძალთა ბალანსი ჩამოყალიბდება და ჩვენ უფრო მეტ მხარდაჭერას მივიღებთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერის გაზრდა გავლენას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პოზიციაზეც მოახდენს.
„თუ კონგრესი ახლა ძლიერ ფინანსურ მხარდაჭერასა და სამხედრო დახმარებაზე ისაუბრებს, ისევე, როგორც ამას დღეს ევროპა აკეთებს, ეს პოზიტიური ნაბიჯი იქნება, რაც პუტინზე გავლენას მოახდენს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
SAY.GE · იმედოვნებს (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე

