ხუთშაბათი, 5 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

პროგრამისტების 1%-ით დაბეგვრა საქართველოში: მცირე ბიზნესის სტატუსი და პრაქტიკული საგადასახადო საკითხები |

შენიშვნა: აღნიშნული სტატიის მიზანია ზოგადი აქტუალური ინფორმაციის მიწოდება დაინტერესებული პირებისთვის. სტატიაში გამოხატულია ავტორის პირადი მოსაზრებები კანონის

პროგრამისტების 1%-ით დაბეგვრა საქართველოში: მცირე ბიზნესის სტატუსი და პრაქტიკული საგადასახადო საკითხები |
ფოტო: მარკეტერი

შენიშვნა: აღნიშნულისტატიისმიზანიაზოგადიაქტუალურიინფორმაციისმიწოდებადაინტერესებულიპირებისთვის. სტატიაშიგამოხატულიაავტორისპირადიმოსაზრებებიკანონისსავარაუდოინტერპრეტაციებთანდაკავშირებით. სტატიაარწარმოადგენსიურიდიულ, საგადასახადოანრაიმესახისკონსულტაციას. თქვენიკონკრეტული „ქეისის“ ინდივიდუალურისაგადასახადოანალიზისადაკონსულტაციისთვისშეგიძლიათმიმართოთსტატიისავტორსანსხვასაგადასახადოექსპერტს. 

“მცირებიზნესის” სტატუსიპროგრამისტებისთვის/IT დეველოპერებისთვის: 1%-ითდაბეგვრასაქართველოში

მოცემულ სტატიაში განვიხილავ მთლიანად ან ნაწილობრივ თვითდასაქმებული IT დეველოპერების/პროგრამისტების საგადასახადო დაბეგვრის საკითხს, რომლებიც მუშაობენ როგორც ფრილანსერები/კონტრაქტორები უცხოელი ან ქართველი დამკვეთებისთვის. 

სიტყვა „ნაწილობრივში“ ვგულისხმობ შემთხვევას, როცა პროგრამისტი შრომითი ხელშეკრულებით არის დასაქმებული  და ხელფასის სახით იღებს შემოსავალს, თუმცა, პარალელურად, სხვა პროექტებიც აქვს და დამოუკიდებლად უწევს  მომსახურებას სხვადასხვა კლიენტებს (სტატია ძირითადად შეეხება მომსახურების გაწევის ნაწილს). 

სტატიაში მთავარი აქცენტი გაკეთდება შემდეგ შეღავათიან საგადასახადო რეჟიმზე: „მცირებიზნესის“ სტატუსი(ე.წ. „მცირე მეწარმე“, 1%-იანი საშემოსავლო გადასახადი, რომელიც გადაიხდება შემოსავლიდან, ყოველთვიური დეკლარირებით);

სიმარტივისთვის, სტატია ეფუძნება ტიპურ შემთხვევას: ქართველი პროგრამისტი, რომელიც დროის უმეტეს ნაწილს საქართველოში ატარებს და უცხოეთიდან იღებს შემოსავალს.

იბეგრებათუარასაქართველოშიპროგრამისტისმიერუცხოეთიდანმიღებულიშემოსავალი?

გავრცელებული მითია, რომ თუ ფიზიკური პირი უცხოელი დამკვეთისგან ან დამსაქმებლისგან იღებს მომსახურების ანაზღაურებას/ხელფასს, ეს უცხოური წყაროდან მიღებულ შემოსავლად ითვლება და საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდება საქართველოში. ესყოველთვისსიმართლეარარის. 

საქართველოში, უცხოური წყაროდან მიღებულ შემოსავალზე  ფიზიკური პირი, ნამდვილად, არ იბეგრება საშემოსავლო გადასახადით, თუმცა აქ მთავარი ის არის, რომ უცხოური დამკვეთისგან/დამსაქმებლისგან მიღებული შემოსავალი საგადასახადო კოდექსით მაინც საქართველოს წყაროდან მიღებულ შემოსავლად ითვლება, თუ შემოსავლის მიმღები უმეტეს დროს საქართველოში ატარებს.  

შესაბამისად, უცხოეთიდან მიღებული ასეთი შემოსავლები იბეგრება  20%-იანი გადასახადით, ან თუ „მცირე მეწარმის“ სტატუსს მიიღებთ და თქვენი შემოსავალი 1%-იან რეჟიმში ექცევა (ამაზე ქვევით ვისაუბრებ), მომსახურების შემთხვევაში, გადაიხდით 1%-ს შემოსავლიდან (ხარჯების გამოქვითვის გარეშე), ნაცვლად 20%-ისა. 

რომ შევაჯამოთ, საქართველოში მცხოვრები პროგრამისტები, რომლებიც პროგრამირების მომსახურების ანაზღაურებას უცხოელი კლიენტ(ებ)ისგან იღებენ, საქართველოში იბეგრებიან  20%-იანი ან 1%-იანი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთით. მათი უცხოეთიდან მიღებული ხელფასი კი 20%-ით იბეგრება. ასეთ შემოსავლებზე ისინი საშემოსავლო გადასახადისგან არ თავისუფლდებიან. 

ზემოთ აღწერილი საგადასახადო ვალდებულებები საერთოდ არ არის დამოკიდებული იმაზე, თქვენ ინდივიდუალურ მეწარმედ ან ფიზიკური პირის გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული ხართ თუ არა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საგადასახადო რეგისტრაციის არ ქონა გადასახადებისგან არ გათავისუფლებთ. 

როგორიბეგრებაქართველიპროგრამისტისმიერუცხოელიდამსაქმებლისგანმიღებულიხელფასი?

თუ საქართველოში მცხოვრები პროგრამისტი უცხოელი დამსაქმებლისგან იღებს ხელფასს, საქართველოში იბეგრება 20%-იანი საშემოსავლო გადასახადით. ეს გადასახადი მან თავად უნდა დაადეკლარიროს და გადაიხადოს ყოველწლიურად.

ყოველთვის მნიშვნელოვანია ცალსახად გაიმიჯნოს ტერმინები „ხელფასი“ და „მომსახურების ანაზღაურება“, „დამსაქმებელი“ და „კლიენტი“/“დამკვეთი“. 

1%-იანიგადასახადიხელფასზევრცელდება? 

1%-იანი საგადასახადო განაკვეთი ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალზე არ ვრცელდება. შესაბამისად, საქართველოში, „მცირე მეწარმე“ პროგრამისტის მიერ უცხოელი დამქირავებლისგან მიღებული ხელფასიც 20%-ით იბეგრება. 

დიახ, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, მომსახურების გამწევ (და არა დაქირავებულ)  პროგრამისტებს, ზოგადად, შეუძლიათ მცირე ბიზნესის სტატუსით (1%-იანი გადასახადით)  სარგებლობა, თუმცა არა ავტომატურად და არა ყოველთვის. არის გარკვეული ნიუანსები და საგადასახადო რისკები, რისი ანალიზიც რეკომენდებულია „მცირე მეწარმის“ სტატუსით სარგებლობის დაწყებამდე. 

ქვემოთ აგიხსნით, თუ როგორ უნდა მოიპოვოთ „მცირე ბიზნესის“ სტატუსი და რა საგადასახადო რისკებს უნდა მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება. 

რაპროცედურაასაჭირომცირებიზნესისსტატუსისმისაღებად?

 „მცირე მეწარმის“ სტატუსის მისაღებად შემდეგი ნაბიჯების გავლა მოგიწევთ თავად ან სპეციალისტის დახმარებით (თავად გაკეთებაც არ გაგიჭირდებათ წესით):

  • იუსტიციის სახლში დარეგისტრირდებით ინდივიდუალურ მეწარმედ (დაგჭირდებათ იურიდიული მისამართი);
  • განცხადების შევსების მეორე დღეს დარეგისტრირდება თქვენი ინდ. მეწარმე, იმავე დღესაც შესაძლებელია, თუ დაჩქარებულ პროცედურას აირჩევთ;
  • თქვენი ინდ. მეწარმის რეგისტრაციის ამონაწერი შეგიძლიათ ან სახელის ან რეგისტრაციის ნომრის მითითებით იხილოთ ამ პორტალზე: https://www.my.gov.ge/ka-ge/services/6/service/179?dark=
  • ინდ. მეწარმის რეგისტრაციის დასრულებისთანავე სხვა სმს-ებთან ერთად მიიღებთ შეტყობინებას, სადაც მითითებული იქნება შემოსავლების სამსახურის პლატფორმა www.rs.ge-ზე თქვენს პირად გვერდზე შესასვლელი მონაცემები (მომხმარებლის სახელი (username)  და პაროლი);
  • აღნიშნული მონაცემებით შეხვალთ თქვენს rs.ge-ს  პირად გვერდზე და შეავსებთ საინფორმაციო ველებს;
  • საინფორმაციო ველის შევსების შემდეგ, www.rs.ge-ზე, თქვენს პირად გვერდზე, საძიებო ველში მოძებნით სექციას „განცხადებები“;
  • განცხადებების სექციაში დააჭერთ ღილაკს „ახალიგანცხადებისრეგისტრაცია“, სადაც საძიებო ველში მოძებნით განცხადებას, სიტყვით „მცირებიზნ…“
  • ჩამოთვლილთაგან აირჩევთ განცხადებას „მცირებიზნესისსტატუსისმინიჭება (ავტო+)“; 

აღნიშნული განცხადების გაგზავნა მოითხოვს გარკვეული საინფორმაციო ველების შევსებას, მათ შორის თქვენი ძირითადი და დამხმარე საქმიანობის შესახებ. თუ არ იქნებით თქვენს პასუხებში დარწმუნებული, ჰკითხეთ დარგის ექსპერტს ან/და დარეკეთ შემოსავლების სამსახურის ცხელ ხაზზე (2 299 299), ან rs.ge-ს თქვენს პირად გვერდზე, კომუნიკატორის მეშვეობით მისწერეთ და ჰკითხეთ შემოსავლების სამსახურს (თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მათ პასუხს (გარდა წინასწარი გადაწყვეტილებისა) მხოლოდ რეკომენდაციის ძალა აქვს და შემოსავლების სამსახურის მხრიდან აღნიშნულ საკითხზე მომავალში მოდავეებისგან არ გიცავთ).

განცხადების გაგზავნიდან მალე, rs.ge-ის პლატფორმაზევე მოგივათ თქვენი განცხადების პასუხი, სადაც ასევე თანდართული იქნება თქვენი მცირე ბიზნესის სერტიფიკატი. 

მცირე ბიზნესის სტატუსის ამოქმედების შემდგომ მომსახურების ანაზღაურებით მიღებულ ისეთ შემოსავალზე, რომელიც ექვემდებარება 1%-ით დაბეგვრას, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ გადაიხადოთ 1%, ნაცვლად 20%-ისა, დეკლარირება კი უნდა მოახდინოთ ყოველთვიურად. 

იცოდეთ, რომ შეგიძლიათ თქვენს ინდ. მეწარმეს თქვენი სახელისგან განსხვავებული, საფირმო სახელიც მიანიჭოთ. ასევე, გირჩევთ, ინდ. მეწარმის რეგისტრაციისას ამონაწერის ინგლისური თარგმანიც მოითხოვოთ (შეიძლება უცხოელ დამკვეთთან დაგჭირდეთ);

ზემოთ ჩამოთვლილი პროცედურები არა მხოლოდ პროგრამისტების/IT დეველოპერებისთვისაა რელევანტური, არამედ ყველასთვის, ვინც „მცირე ბიზნესის“ სტატუსის მიღებას აპირებს. 

როგორიბეგრებამცირებიზნესისსტატუსისამოქმედებამდემიღებულიმომსახურებისანაზღაურება?

„მცირე მეწარმის“ სტატუსის ამოქმედებამდე მიღებული მომსახურების ანაზღაურება ექვემდებარება შესაბამისი სტანდარტული საგადასახადო (როგორც წესი 20%-იანი) განაკვეთით დაბეგვრას. უცხოური დამკვეთის შემთხვევაში, უნდა გააგზავნოთ საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია მომდევნო წლის 1 აპრილამდე და ამავე ვადაში გადაიხადოთ გადასახადი. ქართველი დამკვეთი კომპანიის შემთხვევაში, თუ იმ დროს ინდ. მეწარმე არ იყავით, დამკვეთს თავად უნდა გადაეხადა თქვენი გადასახადი წყაროსთან დაკავების გზით. თუ ინდ. მეწარმე იყავით, მაშინ თქვენ გევალებათ საგადასახადო დეკლარაციის წარდგენა და გადასახადის გადახდა, ქართველი დამკვეთის შემთხვევაშიც. 

რავადაშიუნდაწარადგინოსპროგრამისტმამცირებიზნესისდეკლარაცია?

მცირე ბიზნესის დეკლარაცია იგზავნება www.rs.ge პლატფორმიდან. უნდა გაიგზავნოს ყოველთვიურად, არაუგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა. მაგალითად, იანვრის დეკლარაცია იგზავნება არაუგვიანეს 15 თებერვლისა (თუ 15 რიცხვი ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ ე.წ. დედლაინი მომდევნო სამუშაო დღეს გადადის). 

როდისიბეგრებასაქართველოშიმცირებიზნესისსტატუსისმქონეპროგრამისტისმომსახურებადღგ–ით?

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ „მცირე ბიზნესის“ სტატუსის მქონე პირებისთვის რაიმე განსხვავებული დღგ-ის დაბეგვრის წესები არ არის კანონით შემოღებული, მათზე მოქმედებს დღგ-ის დაბეგვრის ზოგადი წესები, რომელთა ფორმულირება, მოკლედ, ასე შეიძლება:

თუ დაქირავებული ხართ და ხელფასს იღებთ, ხელფასზე დღგ არ ვრცელდება. წელიწადში 100 000 ლარზე მეტსაც რომ იღებდეთ (თუმცა იცით, რომ ასეთ შემთხვევაში საშემოსავლო გადასახადი 20%-იანია, ან 5% თუ დამსაქმებელს „საერთაშორისო კომპანიის“ სტატუსი აქვს);

თუ მომსახურებას ეწევით და ანაზღაურებას იღებთ ქართველი დამკვეთ(ებ)ისგან და ასეთი მომსახურების ანაზღაურება 12 უწყვეტ კალენდარულ თვეში გადააჭარბებს 100 000 ლარს, თქვენ  დღგ-ს გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაცია  მოგიწევთ. ამ შემთხვევაში, დღგ-ის გადახდას იწყებთ იმ თანხიდან, რითაც გადასცდით 100 000 ლარიან ზღვარს (ამ თანხის ჩათვლით). 

თუ მომსახურებას უწევთ არამეწარმე ფიზიკურ პირს და ასეთი მომსახურებიდან მისაღები/მიღებული საკომპენსაციო თანხა 12 თვეში გადააჭარბებს 100 000 ლარს, მაშინ დღგ-ზე რეგისტრაცია და გადახდა შეიძლება მაშინაც მოგიწიოთ, თუ ეს ფიზიკური პირი უცხოელია და საქართველოში არაა დაფუძნებული (ყველა პრაქტიკული „ქეისი“ ინდივიდუალურად განხილვის საგანია). 

და ბოლოს, კარგი ამბავი: თუ მომსახურებას უწევთ და ანაზღაურებას იღებთ უცხოური დამკვეთისგან, რომელიც არის დასაბეგრიპირი (ბიზნესი -უცხოური კომპანია, უცხოური ინდ. მეწარმე და ა.შ. მოკლედ, ხორციელდება B to B ოპერაცია), რომელიცარარისდაფუძნებულიდაარჰყავსწარმომადგენლობასაქართველოში, მაშინ ასეთი დამკვეთისგან მისაღები/მიღებული საკომპენსაციო თანხების 100 000 ლარზე გადაჭარბების შემთხვევაშიც კი არწარმოგეშვებათდღგ–ზერეგისტრაციისვალდებულება და ასეთ თანხებზე არ მოგიწევთ დღგ-ის გადახდა. 

მეტიც, დღგ-ზე უკვე რეგისტრირებულიც რომ იყოთ, უცხოური დამკვეთისგან B to B მომსახურებისთვის მისაღები/მიღებული ანაზღაურება, როგორც წესი, მაინც არ იბეგრება დღგ-ით,  თუ კონკრეტულ „ქეისში“ რაიმე სხვა წინაპირობა არ არსებობს.  

უცხოური დამკვეთი კომპანიის შემთხვევაში, რეკომენდირებულია მოაგროვოთ და იქონიოთ მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ აღნიშნული დამკვეთი ნამდვილად ბიზნესია (საგადასახადო კოდექსის (მუხლი 158) ტერმინებით „დასაბეგრი პირი“), არ არის დაფუძნებული საქართველოში (საქმიანობას არ ეწევა საქართველოში, არ იმართება საქართველოდან) არ აქვს წარმომადგენლობა (ფიქსირებული დაწესებულება) საქართველოში. 

კანონი არ განსაზღვრავს რა მტკიცებულებები დაადასტურებს ამას, თუმცა პრაქტიკაზე დაყრდნობით გამოსავლის მონახვა შეიძლება. 

რასაგადასახადოვალდებულებებიშეიძლებაწარმოეშვასმცირებიზნესისსტატუსისმქონეპროგრამისტსარარეზიდენტისგანმომსახურებისმიღებისას?

თუ თქვენი საქმიანობის ნაწილში, მომსახურებას უნაზღაურებთ არარეზიდენტ პირებს (მაგალითად, ისეთ პროგრამებზე წვდომისთვის რაც საქმიანობისთვის გჭირდებათ, ან თუ გყავთ არარეზიდენტი ქვეკონტრაქტორ(ებ)ი, სარგებლობთ google-ის, meta-ს სერვისებით და ა.შ.) ასეთ მიღებულ მომსახურებებზე ვალდებული ხართ, 18%-იანი უკუდაბეგვრის დღგ დაადეკლარიროთ და თუ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ ხართ, გადაიხადოთ კიდეც. 

უკუდაბეგვრის დღგ-ის თანხის ჩათვლის (ანუ, უკან დაბრუნების: გადასახდელი 18%-დასაბრუნებელი 18% = ფისკალური შედეგი 0) შესაძლებლობა გექნებათ, თუ დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული ხართ/დარეგისტრირდებით. თუმცა იცოდეთ, რომ დღგ-ზე რეგისტრაციას სხვა ვალდებულებები და სირთულეები მოჰყვება, ამიტომ, მხოლოდ უკუდაბეგვრის დღგ-ის ჩათვლის გამო დღგ-ზე ნებაყოფლობითი რეგისტრაცია ზოგჯერ არც ღირს. 

ამის გარდა, შესაძლოა მოგიწიოთ (ვამბობ „შესაძლოა“, რადგან ცოტა ჩახლართული საკითხია და, ყველა შემთხვევაში, ეს ვალდებულება არ წარმოიშვება) არარეზიდენტისთვის გადასახდელი თანხიდან 5%-იანი (თუ განაცემი „როიალტად“ ჩაითვლება) ან 10%-იანი (თუ განაცემი საქართველოს წყაროდან მიღებულ მომსახურების ანაზღაურებად ჩაითვლება) გადასახადის გადახდაც.

5%-10%-იანი გადასახადისგან გათავისუფლებაში შეიძლება დაგეხმაროთ მომსახურების მომწოდებელი პირის იმ ქვეყნის საგადასახადო რეზიდენტობის ცნობა,  თუ ის ისეთი ქვეყნის რეზიდენტია, რომელთანაც საქართველოს მთავრობას ორმაგი დაბეგვრის არიდების შესახებ ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. ასეთი ქვეყნების ჩამონათვალი კი შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://mof.ge/ka/doubleTaxation. ასეთი შეღავათის გამოყენებას ცალკე წესები აქვს. 

მცირებიზნესისსტატუსისდამადასტურებელისერტიფიკაცი 1%-იანიდაბეგვრისგარანტიაა? 

არა, არ არის! მცირე ბიზნესის სერტიფიკატი 1%-იანი დაბეგვრისთვის  ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა, მაგრამ არა ერთადერთი, ანუ „მცირე მეწარმის“ სერტიფიკატის ქონა არ გვაძლევს  იმის გარანტიას, რომ 1%-იანი შეღავათით სარგებლობას მომავალში საგადასახადო ორგანო სადავოდ არ გახდის (თანაც რეტროსპექტულად). 

როცა მცირე ბიზნესის სტატუსის მოპოვებაზე განცხადებას rs.ge-ზე აგზავნით, სერტიფიკატს იღებთ თითქმის მყისიერად, ანუ შემოსავლების სამსახურში სტატუსის მონიჭებამდე არავინ აკეთებს იმის გამოკვლევას, თქვენ ნამდვილად ექვემდებარებით თუ არა 1%-იან რეჟიმს. არავინ გთხოვთ დამკვეთთან გაფორმებულ კონტრაქტს, ახსნა-განმარტებას ან რამე სხვა მტკიცებულებას რომ 1%-იან რეჟიმში ექცევით, — სერტიფიკატი ავტომატურად გენიჭებათ. 

რეალური შემოწმება შეიძლება მომავალში ჩატარდეს. რა დროსაც უკვე შეიძლება მოხდეს საბანკო გადარიცხვების, კონტრაქტ(ებ)ის, ინვოისების ანალიზი და შეფასება, თქვენთან ინტერვიუ და ა.შ. რის შედეგადაც შეფასდება თქვენი შემოსავალი ნამდვილად ექვემდებარებოდა 1%-ით დაბეგვრას, თუ არა. ამ შემთხვევაში, გადამწყვეტი მხოლოდ სერტიფიკატის  ქონა კი არა, არამედ ისაა, რომ ყველა დოკუმენტი, მტკიცებულება, თქვენი განმარტებები ადასტურებს იმას, რომ ექვემდებარებით 1%-იან რეჟიმს.  

რასაგადასახადორისკებიშეიძლებაწარმოიშვასპროგრამისტისთვისმცირებიზნესისსტატუსითსარგებლობისას?

სტატიის ამ ნაწილში ჩამოვთვლი რამდენიმე ყველაზე გავრცელებულ საგადასახადო რისკს, რაც, ჩემი აზრით, „მცირე მეწარმე“ პროგრამისტმა უნდა გაანალიზოს და გაითვალისწინოს. 

მცირებიზნესისსტატუსისმქონეპირისმომსახურებიდანმიღებულიშემოსავლისხელფასადგადაკვალიფიცირებისრისკი

ხელფასად რეკვალიფიკაციის საკითხი მხოლოდ პროგრამისტებს არ ეხებათ და ეს მსჯელობა მომსახურების სხვა დარგში მოღვაწერე „მცირე მეწარმეებისთვისაც“ რელევანტურია. 

რეკვალიფიკაციის საკითხის განხილვამდე, მნიშვნელოვანია გავმიჯნოთ „ხელფასი“ და „მომსახურების ანაზღაურება“ ერთმანეთისგან. ასევე განვმარტოთ, ამ კონტექსტში რას ნიშნავს „რეკვალიფიკაცია“. 

თქვენი შემოსავალი ხელფასია, თუ მომსახურების ანაზღაურება დამოკიდებულია იმაზე, რა ტიპის გარიგებაში ხართ შესული თქვენს კლიენტთან თუ დამსაქმებელთან. 

თუ თქვენს ქართველ თუ უცხოელ დამსაქმებელთან გაფორმებული გაქვთ შრომითი ხელშეკრულება (labor agreement) მაშინ თქვენ ხართ ამ კომპანიის დაქირავებული პირი (და არა დამოუკიდებელი კონტრაქტორი/ფრილანსერი),  თქვენსა და თქვენს დამსაქმებელს შორის ურთიერთობას არეგულირებს შესაბამისი ქვეყნის შრომითი კანონმდებლობა და ასეთი კომპანიიდან თქვენ მიერ მიღებულ შემოსავალს ნამდვილად ჰქვია ხელფასი. 

თუმცა მეორეს მხრივ, თუ თქვენ არ ხართ კომპანიის თანამშრომელი/დაქირავებული პირი,  წარმოადგენთ კომპანიის დამოუკიდებელ კონტრაქტორს, რომელიც კომპანიას მომსახურებას უწევს, გაფორმებული გაქვთ მომსახურების (და არა შრომითი) ხელშეკრულება, მაშინ თქვენს შემოსავალს ჰქვია მომსახურებისანაზღაურება და არ ჰქვია ხელფასი.  

მთავარი საგადასახადო განსხვავება ხელფასსა და მომსახურების ანაზღაურებას შორის ის არის, რომ ხელფასზე 1%-იანი განაკვეთი არ ვრცელდება მაშინაც, თუ მას მცირე მეწარმე იღებს. 

ზემოთ განვიხილეთ ოპერაციის ფორმა, ანუ პროგრამისტი და კომპანია ოფიციალურად რა სახელს არქმევენ მათ შორის საქმიან ურთიერთობას. თუმცა ოპერაციის მხოლოდ ფორმის შეფასება არ არის საკმარისი, მისი შინაარსიც უნდა შეფასდეს (ანუ მხარეებს შორის რეალური/ფაქტობრივი პირობები შრომით შეთანხმებასთან უფრო ახლოსაა, თუ მომსახურების გაწევასთან, მიუხედავად იმისა, თქვენ რა სახელი დაარქვით კონტრაქტს).

შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს ოპერაციის რეკვალიფიკაცია მოახდინოს, შეცვალოს ოპერაციის ფორმა მისი შინაარსის საფუძველზე, ანუ უგულებელყოს ფორმალურად რა სახელი ჰქვია კონტრაქტს და მნიშვნელობა მიანიჭოს რა არის მხარეებს შორის რეალური ურთიერთობა და რეალური გარიგების პირობები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მომსახურების ხელშეკრულებით თქვენ მიერ მიღებული და 1%-ით დაბეგრილი შემოსავალი საგადასახადო ორგანომ შეიძლება დაბეგროს 20%-ით, როგორც ხელფასი, თუ ამის წინაპირობები არსებობს. 

როდისშეიძლებამცირემეწარმეპროგრამისტისმომსახურებიდანმიღებულიშემოსავალიხელფასადგადაკვალიფიცირდეს?

თუ მხარეებს შორის ურთიერთობის ფაქტობრივი პირობები უფრო დამქირავებელ-დაქირავებულის ურთიერთობას ჰგავს, შესაძლოა მომსახურების ანაზღაურება ხელფასად დაკვალიფიცირდეს. 

რეკვალიფიკაციის საკითხი დიდი ხანია დავის საგანია საგადასახადო ორგანოსა და გადასახადის გადამხდელებს შორის, ამიტომ შემოსავლების სამსახურმა შეიმუშავა კითხვარი, სადაც გაწერა კრიტერიუმები, რომლებიც მნიშვნელოვანია იმის დასადგენად, მცირე მეწარმის შემოსავალი ჩაითვლება ხელფასად (20%) თუ მომსახურების ანაზღაურებად (1%, თუ ყველა სხვა პირობა შესრულდა). 

ეს კითხვარი გამოქვეყნებულია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე, (კითხვარის შესავსებად სისტემა რეგისტრაციას გთხოვთ). შეგიძლიათ კითხვარი თავად შეავსოთ და შეაფასოთ, თუ რამდენად გემუქრებათ ეს რისკი. 

კითხვარის დადებითი პასუხი (რომ მომსახურებას სწევთ) არ არის  იმის სრული გარანტია, რომ ამ საკითხზე არავინ მოგედავებათ (მსგავსი „ქეისები“ პრაქტიკაში მქონია), თუმცა მაინც ძალიან კარგი ინდიკატორია თქვენი საგადასახადო რისკების შესაფასებლად. 

რაფაქტორებიზრდისპროგრამისტისმომსახურებიდანმიღებულიშემოსავლისხელფასადგადაკვალიფიცირებისრისკს?

პირველ რიგში, ყველაზე მეტად ასეთ საკითხს საგადასახადო ორგანო მაშინ უკირკიტებს, თუ მცირე მეწარმე მომსახურებას უწევს ქართულ კომპანიას; თუ კლიენტი უცხოური კომპანიაა, რისკი გამორიცხული არ არის, თუმცა პრაქტიკიდან ჩანს, რომ, ასეთ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო შედარებით ნაკლებად მკაცრ მიდგომას იჩენს (ჯერ-ჯერობით);

ასევე, მნიშვნელოვანი რისკფაქტორებია, როცა:

დამკვეთი არის თქვენი ერთადერთი კლიენტი ან ძირითადი კლიენტი (ვისგანაც, წლის განმავლობაში,  ასეთი საქმიანობიდან იღებთ თქვენი შემოსავლის 85%-ს ან მეტს);

წარსულში ამ დამკვეთთან შრომითი ხელშეკრულება გქონდათ გაფორმებული;

თქვენ საჯაროდ არ სთავაზობთ, არ უწევთ სხვა პირებსაც იგივე/მსგავსი ტიპის მომსახურებას;

ასევე მნიშვნელოვანი კრიტერიუმებია: როცა კონტრაქტი ითვალისწინებს შვებულებას, ბიულეტენს, როცა თქვენი ყოველთვიური ანაზღაურება ფიქსირებულია, როცა იყენებთ დამკვეთის ტექნიკას, დამკვეთის შენობაში დადიხართ საქმიანობის განსახორციელებლად, ემორჩილებით კომპანიის შიდაგანაწესს/დღის წესრიგს და ა.შ. კითხვარში თითო კითხვა თითო რისკფაქტორს ასახავს, ყველა კითხვას ეკვივალენტური წონა არ გააჩნია. 

გასათვალისწინებელია, რომ თუ თქვენი დამკვეთი ქართული კომპანიაა და თქვენი შემოსავალი საგადასახადო ორგანოს მიერ ხელფასად დაკვალიფიცირდა, მაშინ 20%-იანი გადასახადი (5% „საერთაშორისო კომპანიის“ სტატუსის შემთხვევაში) და შესაბამისი ჯარიმა/საურავი დაეკისრება დამკვეთს და არა თქვენ. თუმცა, შემდეგ, დამკვეთმა შესაძლოა თქვენ მოგთხოვოთ მასზე სახელმწიფოს მიერ დაკისრებული თანხების ანაზღაურება, თუ ამ პირობას თქვენ შორის დადებული ხელშეკრულება ითვალისწინებს (სახელმწიფო პირდაპირ თქვენ არ მოგთხოვთ გადასახადებს, თუ ქართული კომპანიისგან მიღებული თქვენი შემოსავალი ხელფასად ჩაითვალა. წესი ასეთია). ამ პარაგრაფში საპენსიოზე არ ვისაუბრე. 

საპირისპიროდ, თუ თქვენი დამკვეთი უცხოური კომპანიაა და თქვენი შემოსავალი  ხელფასად დაკვალიფიცირდა, მაშინ 20%, შესაბამისი ჯარიმა და საურავი დაგეკისრებათ პირდაპირ თქვენ.

რასგულისხმობსმცირებიზნესისსტატუსისმქონეპირისთვისაკრძალულისაქმიანობა?

შემდეგი საყურადღებო საკითხი საგადასახადო რისკების შეფასებისას არის იმის ანალიზი, ახორციელებს თუ არა პროგრამისტი მცირე მეწარმისთვის აკრძალულ საქმიანობას (მთლიანად ან ნაწილობრივ). 

აკრძალული საქმიანობა ნიშნავს, რომ შენი შემოსავლის მხოლოდ ნაწილს რომ იღებდე ასეთი აკრძალული საქმიანობიდან, მცირე მეწარმის სტატუსს დანარჩენ ნებადართულ შემოსავალზეც კარგავ. 

აკრძალულ საქმიანობათა შორის არის კონსულტაციაც, და, ჩემი აზრით, მცირე მეწარმე პროგრამისტისთვის ყურადღებამისაქცევი და გასაანალიზებელია ის საკითხიც, მისი საქმიანობა მთლიანად, ან ნაწილობრივ, მნიშვნელოვნად ხომ არ მოიცავს კონსულტაციასაც. 

მცირე მეწარმის აკრძალული საქმიანობების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ მთავრობის დადგენილება 415-ში. 

როდისშეიძლებაპროგრამისტისმომსახურებანაწილობრივანმთლიანადსაკონსულტაციოსაქმიანობადშეფასდეს?

საგადასახადო კანონმდებლობაში სიტყვა „კონსულტაცია“ განმარტებული არ არის. ასევე, კანონმდებლობაში განმარტებული არ არის, მხოლოდ, ცალსახად ,საკონსულტაციო საქმიანობა არის აკრძალული მცირე მეწარმისთვის (მაგალითად, ჩემი საქმიანობა ცალსახად (საგადასახადო) კონსულტაციას წარმოადგენს და 1%-იანი განაკვეთს არ ექვემდებარება), თუ ისეთი საქმიანობაც, რომელიც, მხოლოდ, ნაწილობრივ მოიცავს კონსულტაციის ელემენტებს.

როგორც ვიცი, ზოგ შემთხვევაში, პროგრამისტის მთავარი ფუნქცია უშუალოდ პროგრამის შექმნაზე მუშაობა არ არის. მაგალითად, IT პროექტის მენეჯერი რომლის საქმიანობაა დეველოპერებისთვის მითითებების მიცემა, სკრუმ მასტერი (Scrum Master / Agile Coach), Technical Mentor ტექნიკური მენტორი, Business Analyst— ბიზნესანალიტიკოსი, Product Manager / Product Owner — პროდუქტის მენეჯერი / მფლობელი, CTO-ტექნოლოგიების დირექტორი და რამდენიმე პოზიცია პროგრამირების სფეროში, სადაც საქმიანობას მნიშვნელოვნად მოიცავს სხვებისთვის მითითებების, რჩევის მიცემის, ასევე სხვების საქმიანობის მონიტორინგის კომპონენტს. აკრძალულია თუ არა ზემოთ ჩამოთვლილი IT საქმიანობები, რადგან კონსულტაციის ელემენტსაც მნიშვნელოვნად მოიცავს, ეს არც კანონშია დაკონკრეტებული და ამაზე, ამ ეტაპზე, შემოსავლების სამსახურის არც რამე განმარტება/მეთოდური მითითება არსებობს (ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ასეთი რამ ცნობილი არ არის). ეს ყველა შემთხვევა ინდივიდუალურ გაანალიზებას საჭიროებს, ისევე როგორც, ის,  თუ რამდენად ხვდება ხელოვნური ინტელექტის (AI-ს) აგენტების დანერგვის მომსახურება მცირე ბიზნესის რეჟიმში. 

ჩემი აზრით, აქ მნიშვნელოვნად განმსაზღვრელია იმის დადგენა, კონკრეტული IT მომსახურება ეკონომიკური საქმიანობის რომელ კოდში ხვდება. მაგალითად, 6201 (კომპიუტერულიდაპროგრამებისსაქმიანობები) თუ 62.02. (საკონსულტაციოსაქმიანობებიკომპიუტერულიტექნოლოგიებისდარგში).

კარგი იქნება, თუ საგადასახადო ორგანო ამ საკითხზე განმარტებას გააკეთებს, მაგალითად, მეთოდური მითითების გამოცემის გზით, და იტყვის, რომ 1%-იანი დაბეგვრის მიზნებისთვის მხოლოდ ისეთ საქმიანობას ჩათვლიან კონსულტაციად, რომელიც კლასიკური კონსულტაციაა და IT საკონსულტაციო საქმიანობის კოდის ქვეშ ხვდება. პირადად მე, ასეთ მიდგომას ვიზიარებ, თუმცა რადგან ასეთი განმარტება ჯერ არ არსებობს,  რეკომენდებულია კიდევ უფრო ფრთხილი მიდგომის გამოჩენა და იმის ანალიზი, თქვენი, როგორც პროგრამისტის, საქმიანობა ნაწილობრივ ხომ არ მოიცავს კონსულტაციის მნიშვნელოვან კომპონენტს. 

აქ არ ვსაუბრობ იმ შემთხვევებზე, როცა თქვენ, პროგრამის კოდირების პროცესში, კლიენტთან ერთად მსჯელობთ რა მახასიათებლებს მოიცავს ან უნდა მოიცავდეს პროგრამა, თუ  თქვენ მხოლოდ თავად ქმნით პროდუქტს კლიენტისთვის (მთლიანად ან ნაწილობრივ), ანუ თქვენ არ გადასცემთ ცოდნას სხვას, რომლის გამოყენებითაც შემდეგ სხვა ქმნის პროდუქტს, არამედ თქვენ იყენებთ თქვენს ცოდნას იმისთვის, რომ თავად შექმნათ პროდუქტი (რა თქმა უნდა, ასეთ პროცესში კლიენტთან ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა, საკითხების შეჯერება მოხდება. რისი ჩათვლა კონსულტაციად, ჩემი აზით, ძალიან არალოგიკური იქნებოდა, თუ დეველოპერის მიერ თავად იქმნებოდა IT პროდუქტები). 

მოკლედ, როგორც ხედავთ, ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული განუსაზღვრელობები არსებობს და საკმაოდ სუბიექტური შეფასების საგანსაც წარმოადგენს, მინიმუმ, მანამ, სანამ ამაზე რამე ინსტრუქცია, განმარტება არ გამოიცემა შემოსავლების სამსახურის მხრიდან. ასევე, ვფიქრობ, რომ ასეთი განმარტების მერეც დარჩება სივრცე სუბიექტური ინტერპრეტაციისთვის. 

კონსულტაციის და ხელფასად რეკლასიფიკაციის საკითხის გარდა, არსებობს სხვა საგადასახადო საკითხებიც, რომელიც ამ, ისედაც ვრცელ სტატიაში ჩამოთვლილი არ არის, თუმცა, ჩემი აზრით, ეს ორი ყველაზე აქტუალურია. 

რატომარისმნიშვნელოვანიპროგრამისტისხელშეკრულებისსაგადასახადოკუთხითშემოწმებამცირებიზნესისსტატუსისმიღებამდე?

სასურველია, რომ თქვენი დამკვეთთან გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულება ხელმოწერამდე  გადაიხედოს საგადასახადო სპეციალისტის მიერ, რადგან პრაქტიკაში,  ფრილანსერი პროგრამისტები კლიენტების მიერ შემუშავებულ კონტრაქტებს ხშირად გადახედვის გარეშე აწერენ ხელს. მაშინ, როცა, ასეთი კონტრაქტები ზოგჯერ ისეთ ჩანაწერებს შეიცავენ, რომლებსაც საგადასახადო ორგანო შეიძლება ჩაეჭიდოს და თქვენ წინააღმდეგ გამოიყენოს. 

მაგალითად, პრაქტიკაში ხშირია შემთხვევა, როცა პროგრამირების მომსახურების ხელშეკრულების სათაურია საკონსულტაციომომსახურება და პროგრამისტი (რომელიც კონტრაქტში წესით მოხსენიებული უნდა იყოს, როგორც „კონტრაქტორი“, „შემსრულებელი“ ან „მომსახურების მიმწოდებელი“), მოხსენიებულია როგორც „კონსულტანტი“, მაშინ, როცა, თავად მომსახურების აღწერაში (Service scope) აღნიშნულია და, ფაქტობრივადაც,  პროგრამირება ხორციელდება და არა კონსულტაცია. 

ამის გარდა ბევრი ნიუანსია, რაც შეიძლება კონტრაქტში ეწეროს ან არ უნდა ეწეროს (რა თქმა უნდა, აქ არ არის  საუბარი ფაქტების „შეფუთვაზე“, არამედ, უბრალოდ, რეალობის კონტრაქტში სწორად გადმოტანაზე, რაც საგადასახადო რისკებს შეგიმცირებდათ).

იბეგრებათუარამცირემეწარმეპროგრამისტისმიერდამკვეთისგანაქციებითანაქციისოფციონებით (stock options) მიღებულიანაზღაურება 1%-ით?

არის შემთხვევები, როცა დამკვეთი უცხოური კომპანია პროგრამისტს, ყოველთვიური ფულადი ანაზღაურების გარდა, აქციებსაც გადასცემს ან მათი შეძენის უფლებას — აქციების ოფციონს (stock option) — ანიჭებს. აქციების მიღება ან „ოფციონის“ გამოყენება შესაძლოა გარკვეული პირობების შესრულებაზე იყოს დამოკიდებული, მაგალითად, კომპანიასთან თანამშრომლობის განსაზღვრული ვადით გაგრძელებაზე, ან ასეთი დამატებითი პირობების გარეშე იყოს შესაძლებელი. „ოფციონი“ პროგრამისტს საშუალებას აძლევს აქციები წინასწარ განსაზღვრულ ფასად შეიძინოს, რომელიც შეძენის მომენტში შესაძლოა მათ საბაზრო ღირებულებაზე დაბალი იყოს — მაგალითად, 100 აშშ დოლარის საბაზრო ღირებულების აქცია 5 აშშ დოლარად.

მცირე მეწარმე პროგრამისტის მიერ აქციების ან/და აქციების ოფციონების სახით კლიენტი კომპანიისგან მიღებული შემოსავალი ექვემდებარება თუ არა ასევე 1%-იანი საგადასახადო განაკვეთით დაბეგვრას, განხილვის საგანია. ჩემი პირადი მოსაზრება ამ საკითხზე ის არის, რომ 1%-იანი განაკვეთით stock option-ებიც უნდა დაიბეგროს იმ პირობით, რომ ისინი წარმოადგენენ მცირე მეწარმე პროგრამისტის მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურების ნაწილს, ფულადი ანაზღაურების დამატებით, ანუ, დამკვეთის მიერ აქციების გადაცემის ვალდებულება/გადაწყვეტილება უნდა უკავშირდებოდეს პროგრამისტსა და დამკვეთს შორის გაფორმებულ მომსახურების ხელშეკრულებას და ამ ხელშეკრულებიდან უნდა გამომდინარეობდეს. 

ასეთ საკითხს, ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში, განსაკუთრებული ყურადღებით ანალიზი ესაჭიროება და, ზოგ შემთხვევაში, შესაძლოა საუკეთესო გამოსავალი წინასწარიგადაწყვეტილების  მოთხოვნა იყოს (განსაკუთრებით თუ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული). 

როდისარისმიზანშეწონილიმცირემეწარმეპროგრამისტისთვისდაბეგვრისსაკითხზეწინასწარიგადაწყვეტილებისმოთხოვნა?

წინასწარი გადაწყვეტილება  (საგადასახადო კოდექსის მუხლი 47) არის გადასახადის გადამხდელის მიერ  სახელმწიფოსგან საგადასახადო სიცხადის მიღების მექანიზმი. გარკვეული ანაზღაურების (საკმაოდ ძვირია) სანაცვლოდ, შემოსავლების სამსახურს უსვამთ კითხვებს თქვენი წარსული ან/და სამომავლო საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით (მაგალითად აქციებიდან/stock option-ებიდან მიღებული შემოსავალი ექვემდებარება თუ არა 1%-ით დაბეგვრას და როდის, რა ღირებულებიდან. მიღებული აქციების შემდგომი რეალიზაციიდან მიღებული ნამეტი შემოსავალი რა თანხიდან გამოითვლება, თავისუფლდება თუ არა გადასახადისგან საქართველოში და ა.შ.).

თუ საგადასახადო ორგანო გამოსცემს დადებით წინასწარ გადაწყვეტილებას (მაგალითად, გეტყვით, რომ კი, 1%-ით იბეგრება თქვენ მიერ მიღებული/მისაღები აქციები, საწყისი ღირებულებიდან და შემდგომი რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი თავისუფლდება გადასახადისგან) ეს გაძლევთ იურიდიული ძალის დოკუმენტს და გარკვეულ გარანტიას იმაზე, რომ საგადასახადო ორგანო ამ საკითხზე მომავალში არ მოგედავებათ იმ დაშვებით, რომ წინასწარ გადაწყვეტილებაში ყველა მნიშვნელოვანი ფაქტი სრულფასოვნად და სწორად იყო გადმოცემული. წინასწარი გადაწყვეტილება ძალაში იქნება მანამ, სანამ საკანონმდებლო ნორმა, რასაც გადაწყვეტილება დაეფუძნა, არ შეიცვლება (თუ შეიცვლება, ასეთ ცვლილებამდე თქვენს მიერ მიღებულ შემოსავლებთან მიმართებაში მაინც დამცავ მექანიზმად დარჩება). 

ჩემი აზრით, წინასწარ გადაწყვეტილებაზე საუბარი მხოლოდ მაშინ ღირს, თუ: საკითხი ნამდვილად ინტერპრეტაციის საგანია, წინასწარი დადებითი გადაწყვეტილების მიღების ალბათობა საკმარისად მაღალია და ის გაურკვეველი საგადასახადო ვალდებულების თანხები საკმარისად დიდია იმისთვის, რომ წინასწარი გადაწყვეტილების მოპოვებისთვის გაწეული ხარჯები პროპორციული იყოს იმ სარგებლისა, რასაც დადებითი წინასწარი გადაწყვეტილების შემთხვევაში მიიღებთ. 

მცირებიზნესისსტატუსისალტერნატივაპროგრამისტისთვის — კომპანია „ვირტუალურიზონისპირის“ სტატუსით

„მცირე მეწარმის“ ალტერნატივად, თვითდასაქმებულმა პროგრამისტებმა შესაძლოა განიხილონ „ვირტუალური ზონის პირის“ (ვზპ) სტატუსი. ასეთ შემთხვევაში,  ინდ. მეწარმის ნაცვლად, მათ უნდა დაარეგისტრირონ კომპანია, მაგალითად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს), შემდეგ კი დამატებით მოიპოვონ ვირტუალური ზონის პირის სერტიფიკატი/სტატუსი. 

„ვირტუალური ზონის პირის“ შემთხვევაში მინიმუმ 5%-იანი საგადასახადო განაკვეთი მოქმედებს (თუმცა, დაბეგვრა მოხდება არა ყოველთვიურად, არამედ კომპანიიდან თანხების გატანისას, თუ სხვა წინაპირობები არ არსებობს). შენიშვნა: შემთხვევით არ ვამბობ „მინიმუმ 5%-ს“ რადგან, ზოგ შემთხვევაში, ეფექტური საგადასახადო განაკვეთი 5%-ზე მეტი შეიძლება გამოვიდეს. 

უფრო მაღალი საგადასახადო განაკვეთის მიუხედავად, ვზპ-ის საგადასახადო რეჟიმს, გარკვეულ შემთხვევებში, მცირე ბიზნესის სტატუსთან შედარებით გარკვეული უპირატესობები მაინც გააჩნია. ამ საკითხს ალბათ ცალკე სტატიას დავუთმობ მომავალში და დეტალებს იქ აღვწერ. 

თვითდასაქმებულიპროგრამისტების/აიტიდეველოპერებისსაგადასახადოდაბეგვრა — პრაქტიკულისაკითხებისშეჯამება

პროგრამისტს/აიტი დეველოპერს შეიძლება წარმოეშვას შემდეგი საგადასახადო ვალდებულებები:

თუ მას უცხოურ კომპანიასთან შრომითი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული და ამ კომპანიიდან  იღებს ხელფასს, მაშინ 20%-იანი გადასახადი თავად უნდა დაადეკლარიროს და გადაიხადოს წელიწადში ერთხელ. 

თუ მას ქართულ კომპანიასთან შრომითი ხელშეკრულება აქვს, დამსაქმებელი ქართული კომპანია მისთვის ხელფასის გადახდისას, თავად ადეკლარირებს და იხდის 20%-იან (5% „საერთაშორისო კომპანიის“ სტატუსის შემთხვევაში) საშემოსავლო გადასახადს და საპენსიო ფონდში შენატანებიც დამსაქმებელი კომპანიის მიერ ადმინისტრირდება. 

თუ პროგრამისტი არ არის  დასაქმებული, არამედ ჰყავს დამკვეთ(ებ)ი, რომელთაც მომსახურებას უწევს როგორც დამოუკიდებელი კონტრაქტორი, მაშინ მას შესაძლებლობა აქვს აიღოს მცირე მეწარმის სტატუსი და ისარგებლოს 1%-იანი საგადასახადო შეღავათით. 1%-იანი განაკვეთით სარგებლობამდე საგადასახადო რისკფაქტორების გაანალიზების საჭიროებაზე ზემოთ უკვე ვისაუბრეთ. 

„მცირე მეწარმეებზე“ დღგ-ის დაბეგვრის რაიმე სპეციალური წესი არ არსებობს და ზოგადი წესები ვრცელდება. 

მცირე ბიზნესის სტატუსის შესახებ ავტორის სხვა სტატიას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ. 

ავტორისშესახებ: სტატიის ავტორია გელა ბარშოვი, საგადასახადო კონსულტანტი და საკონსულტაციო და საბუღალტრო კომპანია შპს „თიფი სოლუშენის“ (TPsolution) დამფუძნებელი. გელა, საერთაშორისო საგადასახადო სამართლის მიმართულებით, ქალაქ ვენის ეკონომიკის და ბიზნესის უნივერსიტეტის (WU) მაგისტრია, მას საგადასახადო სფეროში მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს მიღებული საქართველოში (საგადასახადო ორგანოსა და კერძო სექტორში), ავსტრიასა და გერმანიაში. 

[R]

Მ
წყარო მარკეტერი · marketer.ge ავტორი: Ketia · გამოქვეყნდა 05.11.2026, 10:19. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ