თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ბიზნესცენტრში ხანძარი ლიკვიდირებულია
თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ბიზნესცენტრში ხანძარი ლიკვიდირებულია. შენობაში, რომელშიც ტელეკომპანია "ფორმულაა" განთავსებული, ცეცხლი 16:00 საათზე გაჩნდა.
არსებული ინფორმაციით, ხანძრის მთავარი კერა შენობის მეხუთე სართულზე ლიფტის შახტა იყო, რამაც ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია.
ტელეკომპანიის თანამშრომლები ამ დროს შენობის მე-17-ე სართულზე იმყოფებოდნენ და ტერიტორიის დატოვებას ვერ ახერხებდნენ. ჟურნალისტების ევაკუაცია ეტაპობრივად, მაშველების დახმარებით განხორციელდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დროებით შეწყდა "ფორმულას" მაუწყებლობა. ხანძრის ადგილზე 15-ზე მეტმა სახანძრო მანქანამ და ათეულობით მეხანძრემ იმუშავა.
SAY.GE · თბილისი (ადგილი) — დეტალები SAY.GE-ზე
წყარო
პრაიმტაიმი · primetime.ge
გამოქვეყნდა 04.11.2026, 17:15. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია
ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 1
ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ბიზნესცენტრში ხანძარი ლიკვიდირებულია, დაშავებული არავინაა - თემურ მღებრიშვილიპრაიმტაიმი · 17:47
ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით → ასევე წაიკითხეთ
320×100სარეკლამო ადგილი · მობაილის ლენტა
