ოთხშაბათი, 4 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

„ფორმულას“ თანამშრომლები ბიზნესცენტრ „დელისის“ შენობიდან გამოიყვანეს

ბიზნესცენტრ “დელისის” შენობიდან ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტები და სხვა თანამშრომლები გამოიყვანეს. სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა

„ფორმულას“ თანამშრომლები ბიზნესცენტრ „დელისის“ შენობიდან გამოიყვანეს
ფოტო: ინტერპრესნიუსი

04.11.2026 / 16:53

„ფორმულას“ თანამშრომლები ბიზნესცენტრ „დელისის“ შენობიდან გამოიყვანეს

ბიზნესცენტრ “დელისის” შენობიდან ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტები და სხვა თანამშრომლები გამოიყვანეს. სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა შენობიდან მათი ევაკუაცია ცოტა ხნის წინ დაასრულეს.

როგორც „ფორმულას“ თანამშრომლები აცხადებენ, სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა მე-17 სართულზე მყოფ ადამიანებს შენობა ნაწილ-ნაწილ, კიბის გამოყენებით დაატოვებინეს.

ბიზნესცენტრ „დელისის“ შენობაში ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, დაკვამლიანება შენობის მე-5 სართულზე გაჩნდა.

აღნიშნულ შენობაში ტელეკომპანია „ფორმულას“ ოფისიცაა განთავსებული, რის გამოც ტელეკომპანიის სტუდიებსა და ნიუსრუმშიც დაკვამლიანება იყო.

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 04.11.2026, 16:53. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 1

ბიზნეს-ცენტრის შენობიდან, სადაც ხანძარი იყო, „ფორმულას“ ჟურნალისტები გამოიყვანესნეტგაზეთი · 17:11 ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით →

ასევე წაიკითხეთ