ხუთშაბათი, 5 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის სააგენტო „ქართულ ოცნებას“ კურსს უწონებს

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების საინფორმაციო სააგენტო „რეს“-ი საქართველოში დასავლეთის ჩარევის შესახებ ანალიტიკურ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც „ქართული ოცნების“ პოლიტიკა დადებითადაა შეფასებული. პუბლიკაციის თანახმად, დასავლეთი საქართველოს ხელისუფლების შეცვლას ცდილობს, ამისთვის კი ოპოზიციის…

ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის სააგენტო „ქართულ ოცნებას“ კურსს უწონებს
ფოტო: ნეტგაზეთი

05.11.202605.11.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების საინფორმაციო სააგენტო „რეს“-ი საქართველოში დასავლეთის ჩარევის შესახებ ანალიტიკურ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც „ქართული ოცნების“ პოლიტიკა დადებითადაა შეფასებული.

პუბლიკაციის თანახმად, დასავლეთი საქართველოს ხელისუფლების შეცვლას ცდილობს, ამისთვის კი ოპოზიციის დაფინანსებას, სანქციებსა და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას იყენებს. სტატიის ავტორი ამტკიცებს, რომ ვაშინგტონისა და მისი მოკავშირეების მიზანი საქართველოს რუსეთთან დაპირისპირებაში გამოყენებაა.

სტატიაში, სათაურით „დასავლეთის ჩარევა საქართველოში: ზეწოლა, „ფერადი“ ტექნოლოგიები და გეოპოლიტიკური გათვლა“, ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ უარმა, ქვეყნის ეროვნული ინტერესების საზიანოდ შეასრულოს დასავლეთის მითითებები, მათ შორის გახსნას “მეორე ფრონტი” რუსეთის წინააღმდეგ.

სტატიაში დადებითადაა შეფასებული “საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოცხადებული პრაგმატული, მრავალვექტორული პოლიტიკა”, რომელიც, ავტორის შეფასებით, საქართველოს მშვიდობისა და ეროვნული ინტერესების შენარჩუნებას ემსახურება.

პუბლიკაციაში ასევე გამეორებულია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების ბრალდებები დასავლური ორგანიზაციების, მათ შორის USAID-ის, საქართველოში საპროტესტო აქციების დაფინანსების შესახებ.

სტატიაში მოყვანილია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების, მათ შორის შალვა პაპუაშვილის, ლევან მაჭავარიანისა და კახა კალაძის განცხადებებიც.

Ნ
წყარო ნეტგაზეთი · netgazeti.ge ავტორი: netgazeti.ge · გამოქვეყნდა 05.11.2026, 09:58. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ