ITA და International Management Institute Switzerland ახალ აღმასრულებელ პროგრამას იწყებენ კერძო სექტორის
IMI International Management Institute Switzerland, რომელიც QS World University Rankings by Subject 2026-ის მიხედვით, Hospitality & Leisure Management-ის
IMI International Management Institute Switzerland, რომელიც QS World University Rankings by Subject 2026-ის მიხედვით, Hospitality & Leisure Management-ის მიმართულებით მსოფლიოში მე-13 ადგილს იკავებს, ტურიზმის საერთაშორისო აკადემიასთან (ITA) თანამშრომლობით ახალ აღმასრულებელ საგანმანათლებლო პროგრამას იწყებს.
Crisis Leadership, Reputation & Revenue Growth with AI შექმნილია მოქმედი და მომავალი ლიდერებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კრიზისების ეფექტიანი მართვით, კომპანიის რეპუტაციის გაძლიერებით, ორგანიზაციული შედეგების გაუმჯობესებითა და შემოსავლების გაზრდით ხელოვნური ინტელექტის დახმარებით.
კერძო სექტორის საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერების პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ITA და IMI Switzerland ახალი საერთაშორისო აღმასრულებელი პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებულ დაფინანსებას სთავაზობენ მონაწილეებს.

შვეიცარიის ქალაქ ლუცერნში მდებარე IMI Switzerland საერთაშორისო საგანმანათლებლო ინსტიტუტია, რომელიც სპეციალიზებულია სტუმარმასპინძლობის, ბიზნესისა და მენეჯმენტის მიმართულებებით. მისი საგანმანათლებლო მიდგომა აერთიანებს აკადემიურ ცოდნას, პრაქტიკულ გამოცდილებასა და საერთაშორისო ბიზნესგარემოს თანამედროვე მოთხოვნებს.
პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა საერთაშორისო ლექტორების მონაწილეობა, რომლებსაც სხვადასხვა ინდუსტრიაში მუშაობის მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება აქვთ. სწავლების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საერთაშორისო ბიზნესპრაქტიკის გაზიარებას, რეალური ბიზნესქეისების განხილვასა და მიღებული ცოდნის პროფესიულ საქმიანობაში გამოყენებას.
პროგრამის სტრუქტურა
პროგრამა წარმოდგენილია ჰიბრიდული სასწავლო ფორმატით (Blended Learning), რომელიც აერთიანებს პირისპირ ინტენსიურ სესიებს, ონლაინ შემდგომ ლექციებს (Follow-up Sessions) და კონსულტაციებს.
პროგრამა შედგება სამი ძირითადი მოდულისგან:
- Leadership & Crisis Response – ლიდერობა და კრიზისების მართვა
მოდული მოიცავს კრიზისულ სიტუაციებში გადაწყვეტილებების მიღებას, რისკების შეფასებას, კრიზისულ კომუნიკაციას, დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობასა და ფინანსური ზიანის შემცირების სტრატეგიებს.
- Strategic Reputation & Performance – სტრატეგიული რეპუტაცია და ორგანიზაციული ეფექტიანობა
მოდული ფოკუსირებულია ორგანიზაციული შედეგების გაუმჯობესებაზე, მაღალი ეფექტიანობის გუნდების მართვაზე, კორპორაციული რეპუტაციის გაძლიერებასა და რეპუტაციული რისკების შემცირებაზე.
- Revenue Management & Growth with AI – შემოსავლების მართვა და ზრდა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით
მოდული მოიცავს ხელოვნური ინტელექტისა და ინოვაციების პრაქტიკულ გამოყენებას შემოსავლების ზრდისთვის, ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციისთვის, სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებისა და ციფრული ტრანსფორმაციისთვის.
საერთაშორისო სასწავლო გამოცდილება შვეიცარიაში
პროგრამის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა მეორე მოდულის ფარგლებში შვეიცარიაში, IMI Switzerland-ის ლუცერნის კამპუსზე დაგეგმილი ინტენსიური სასწავლო სესიები, სადაც მონაწილეები საერთაშორისო აკადემიურ გარემოში გაეცნობიან თანამედროვე მენეჯმენტის მიდგომებს, იმუშავებენ პრაქტიკულ ბიზნესქეისებზე და მიიღებენ საერთაშორისო პროფესიულ გამოცდილებას.
პროგრამის ჰიბრიდული ფორმატი მონაწილეებს საშუალებას აძლევს, საერთაშორისო დონის განათლების მიღება პროფესიულ საქმიანობას შეუთავსონ და შეძენილი ცოდნა უშუალოდ საკუთარ ორგანიზაციებში, ჯერ კიდევ სწავლის პროცესში გამოიყენონ. პროგრამის თითოეული მოდული თანამედროვე კორპორატიული და ბიზნესგარემოს აქტუალურ გამოწვევებსა და საჭიროებებზეა მორგებული, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, მიღებული ცოდნა და პრაქტიკული მიდგომები პროფესიულ საქმიანობაში ეტაპობრივად დანერგონ.
ვისთვის არის განკუთვნილი პროგრამა?
პროგრამა განკუთვნილია საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის, დეპარტამენტების ხელმძღვანელებისა და ბიზნესლიდერებისთვის, განსაკუთრებით საბანკო, ფინანსური, სტუმარმასპინძლობისა და მომსახურების სექტორებიდან.

დამატებითი ინფორმაცია და რეგისტრაცია:
+995 599 440 662
[პარტნიორის კონტენტი]
