ოთხშაბათი, 4 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

თეიმურაზ მღებრიშვილი - ბიზნესცენტრ „დელისიდან“, სადაც ხანძარი გაჩნდა, მოქალაქეები უსაფრთხოდ არიან გამოყვანილი - ადგილზე 25 სახანძრო ავტოტექნიკა და 150-მდე მეხანძრე-მაშველი იყო მობილიზებული

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თეიმურაზ მღებრიშვილის განცხადებით, ბიზნესცენტრ „დელისიდან“,

თეიმურაზ მღებრიშვილი - ბიზნესცენტრ „დელისიდან“, სადაც ხანძარი გაჩნდა, მოქალაქეები უსაფრთხოდ არიან გამოყვანილი - ადგილზე 25 სახანძრო ავტოტექნიკა და 150-მდე მეხანძრე-მაშველი იყო მობილიზებული
ფოტო: ინტერპრესნიუსი

04.11.2026 / 17:25

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თეიმურაზ მღებრიშვილის განცხადებით, ბიზნესცენტრ „დელისიდან“, სადაც ხანძარი გაჩნდა, მოქალაქეები უსაფრთხოდ გამოიყვანეს.

მისივე თქმით, ადგილზე 25 სახანძრო ავტოტექნიკა იყო მობილიზებული.

როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, ცეცხლის კერა შენობის შახტაში იყო გავრცელებული.

„ხანძარი ლიკვიდირებულია. საბედნიეროდ, დაშავებული არავინ არის. ადგილზე მობილიზებული იყო 150-მდე მეხანძრე-მაშველი. მოქალაქეები უსაფრთხოდ არიან გამოყვანილი. ამ დროისთვის მიმდინარეობს კიდევ ერთხელ გადამოწმება. ვერ დაგიდასტურებთ ახლა რომელ სართულზე იყო ცეცხლის კერა. დაახლოებით, ქვედა სართულებზე იყო. 25 სახანძრო ავტოტექნიკა იყო მობილიზებული“,- აღნიშნა მღებრიშვილმა.

ბიზნესცენტრ „დელისში“ გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

შენობაში ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა.

აღნიშნულ შენობაში ტელეკომპანია „ფორმულას“ ოფისიცაა განთავსებული, რის გამოც ტელეკომპანიის სტუდიებსა და ნიუსრუმშიც დაკვამლიანება იყო. არხის ჟურნალისტის, სოფო ვარდიაშვილის ინფორმაციით, ნიუსრუმში 22 ჟურნალისტი იმყოფებოდა. მათი ადგილიდან გამოყვანა ეტაპობრივად მიმდინარეობდა. ამ დროისთვის ტელევიზიის ყველა თანამშრომელი გამოყვანილია.

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 04.11.2026, 17:25. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ